3:15 AM
მიხეილ სააკაშვილს 11 წლით პატიმრობა ემუქრება / mikheil saakashvils 11 tslit patimroba emuqreba
www.auf.ge -
უკრაინულ გამოცემა "ობოზრევატელს" საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა როგორც განუცხადა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნათია სონღულაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სისხლის სამართლის ოთხ საქმეს აწარმოებს, მათგან უკვე ყველაზე დამთავრებულია გამოძიება და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ყველა ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. მან ასევე განმარტა, რომ თუ სასამართლო, მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ სცნობს, ამ შემთხვევაში მას 11 წლით პატიმრობა ემუქრება.

ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ახალმა პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილებელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების რაოდენობის მიუხედავად, ყველაზე მძიმე მუხლი სხვა მუხლებს შთანთქავს. სწორედ აქედან გამომდინარე, რადგან მოხდა კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, თუ პირს 3-4 ბრალდება აქვს წაყენებული, ის მხოლოდ ერთ სასჯელს მოიხდის. შესაბამისად თუ სასამრთლო მიხეილ სააკაშვილს დამანაშავედ სცნობს, მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1058 | დაამატა: nikucha | ტეგები: მიხეილ სააკაშვილი, nacionaluri modzraoba, mixeil saakashvili, უკრაინა, misha saakashvili, მიშა სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა, mikheil saakashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]