გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » სექტემბერი » 15 » "რუსთავქალაქობა 2017" 16 სექტემბერს ჩატარდება / "rustavqalaqoba 2017" 16 seqtembers chatardeba
11:27 PM
"რუსთავქალაქობა 2017" 16 სექტემბერს ჩატარდება / "rustavqalaqoba 2017" 16 seqtembers chatardeba






"რუსთავქალაქობა 2017" რუსთავში 16 სექტემბერს ჩატარდება. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ქალაქის დღესასწულის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები, წელს თავისუფლების მოედნის ნაცვლად, პირველად კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.

საზეიმო და სპორტული ღონისძიებები მარათონით 11:30 საათზე დაიწყება, რომელიც ახლად რეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე დასრულდება. 12:00 საათიდან, კოსტავას გამზირზე, ქალაქის სტუმრებსა და რუსთაველებს, ე.წ. არკის წინ, შადრევანთან, ორკესტრი დახვდებათ, იქვე იგეგმება საზეიმო ტორტის გაჭრა, რომელზეც კოსტავას გამზირის ხედები იქნება გამოსახული. ,,ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დადგმული თეატრალიზირებული პერფორმანსი გაიმართება, რომელშიც პანტომიმის თეატრის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას.

12:00 სათზე დაიწყება საზეიმო კონცერტები და სპორტული ღონისძიებები კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში, სადაც ბავშვებს დახვდებიან ზღაპრის გმირების ფორმაში გამოწყობილი ანიმატორები, გაიმართება საბავშვო კონცერტი სტუდია ,,მეკოს“ აღსაზრდელების მონაწილეობით. აქციის - ,,მოამზადე საჩუქარი“ ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მხატვრებთან ერთად, სხვადასხვა ნამუშევრებს ერთობლივად შექმნიან.

16:00 საათზე, ქალაქისა და მხარის პირველი პირები, საპატიო რუსთაველებს დაასახელებენ და დააჯილდოებენ, რის შემდეგაც რუსთავის საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს საჩუქრებს გადასცენმენ. 17:30 საათზე ახალგაზრდებისთვის გაიმართება ,,ფერების ფესტივალი“.
პარკის ტერიტორიაზე 15:00 საათიდან, კარიკატურისტები და მხატვრები სურვილის შემთხვევაში სტუმრებს უფასოდ დატახავენ, ,,ბუშტების ხეივანში“ დაიდგმება ,,FREE FOTO“ კაბინა.

,,რუსთავქალაქობის„ ღონისძიებები 20:00 საათზე ჯგუფ ,,ფრანის“ გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.
,,რუსთავქალაქობა“ ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 236 | დაამატა: nikucha | ტეგები: rustavqalaqoba, rustavi, რუსთავი, me mikvars rustavi, რუსთავქალაქობა, me miyvars rustavi, rustavkalakoba, მე მიყვარს რუსთავი, i love rustavi, ქალაქი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: