2:37 PM
კონსტანტინე კირვალიძე - შავი ლაქა 2 - ნაფაზი მესამე / konstantine kirvalidze - shavi laqa 2 - nafazi mesame
www.auf.ge -
ნაფაზი მესამე.
-რას წერდი გეგა ამდენს? - შეეკითხა კოტე გეგას, რომელიც იმ წუთას მორჩა წერას და რვეული დახურა.
-არაფერს, ისე, ჩემს გოგოზე ვწერდი რაღაცას...
-ვისზე წერდი?
-ჩემს შეყვარებულზე - რატომღაც გაღიზიანება დაეტყო ხმაში გეგას.
- ხო, შეყვარებულზე, კაცი ოცდაათი წლის ხდები, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებ და გოგოს, რომელიც, ამდენი ხანია გიყვარს, შეყვარებულს უწოდებ, იმიტომ რომ მისი ცოლად მოყვანა, ვერ მოგიხერხებია. მიზეზი კარგი გაქვს, მთელი ცხოვრება ციხეში ვარ და ცოლი როდისღა მომეყვანაო? მერედა რატომ ხარ ციხეში?!
-რას მეუბნები არჩილ?! იქნება და არც მინდოდა, „ცოლად მომეყვანა“ და ამ სიტყვა „ცოლით“ გამეუბრალოებინა ჩვენი ურთიერთობა?! კარგი, ცოლს არაფერს ვერჩი და ყველაზე ლამაზი დაგვირგვინება ურთიერთობისა სწორედ ოჯახია, მაგრამ ყველაზე ლამაზი ურთიერთობა არაა ოჯახი. ყველაზე ლამაზი ურთიერთობა მაინც სიყვარულია. მოკლედ, მე არ მყოლია ოჯახი, „ცოლი“, მაგრამ მქონია და მაქვს, სიყვარული. მექნება კიდეც, მუდამ, სადაც არ უნდა ვიყო... და შენ? შენ ჩემზე რა გაქვს სათქმელი? კაცი, ორმოცი წლის ხდები, გიჟი არ ხარ და მაინც ყველა გიჟს გეძახის! ერთი შვილიც არ გყავს, აღარც მშობლები, აღარც ცოლი, საკუთარი კატაც კი აღარ დაგრჩა. ზიხარ ამ დამპალ ადგილზე და საკუთარ ლეშად ქცეულ სხეულს, დასტირიხარ!... სანამ ქვას ესვრი კაცს, მანამდე უნდა გქონდეს ის ქვა და, მერე ისიც უნდა იფიქრო კაცმა, საერთოდ რატომ ესვრი და იქნებ, სროლაც გადაიფიქრო მერე, ამდენს თუ დაფიქრდები...
-არჩილ, გეგა, რა იყოთ, რა გაჩხუბებთ ხალხო, დამშვიდდით! - ისმის ხმა.
-არადა, რა მაგარ სიზმარს ვხედავდი. - გაიღვიძა „შეთქმულთა ოთხეულის“ მეოთხე წევრმა, - ქუთაისელმა დათომ, (მეტსახელად „დათოია“).
-„დათოია“-ყოფილი „კანონიერი ქურდი“, 45 წლის, ნასამართლევი არაერთგზის. ამჟამად მისჯილი აქვს 11 წელი. სასჯელს იხდის ნარკოტიკის მოხმარებისთვის. მან, წინა პატიმრობის შემდეგ სცადა დაევიწყებინა თავისი წარსული, მონასტერშიც წავიდა, მაგრამ 1 წლის შემდეგ დაუბრუნდა საერო ცხოვრებას, ბერობა და ასკეტიზმი ადრე აღმოჩნდა მისთვის, როგორც თავად ამბობდა, „ცხოვრება არ ეყო“. „დათოია“ ერთ-ერთი იყო იმ ოთხთაგან, რომელთაც არსებული სამყარო არ მოსწონდათ და მისი შეცვლა სურდათ.
-მაპატიე, არჩილ, მაპატიე, მე თვითონაც არ ვიცი რა დამემართა. ხომ არ გეწყინა?
-არა, გეგა, არაუშავს, რა სალაპარაკოა, მეც ზედმეტი მომივიდა. არ მინდოდა შენი გაბრაზება.
-ჩვენ ხალხს უკეთეს ცხოვრებას უნდა დავპირდეთ და თუ ერთმანეთს ასე მოვექცევით, სხვები როგორღა უნდა ვაცხოვროთ უკეთესად?
-არავინ არ უნდა ვაცხოვროთ, ეს თვითონ უნდა იცხოვრონ უკეთესად, ჩვენ უბრალოდ ავუხსნით ყველას, როგორი სამყარო იქნებოდა უკეთესი...
არჩილმა სათვალე გაიკეთა და თავისი დიდი რვეული გადმოიღო. ამ რვეულში ეწერა ყველაფერი იმ მომავლის სამყაროს შესახებ, რომელშიც ჩვენი გმირები აპირებენ ცხოვრებას.
-აუ, აგი დეიწყებს ახლა „სიმონ“ და საღამომდე ილაპარაკებს. - იხუმრა „დათოიამ“ დაძაბულობის განსამუხტად. ყველას გაეცინა, არჩილის გარდა.
-ხო, იცინეთ, იცინეთ და ხომ ხედავთ, ამ სიცილ-სიცილში მთელი ცხოვრება ციხეში გაგვატარებინეს და რის გულისთვის? თან, მარტო ჩვენ ხომ არ ვართ? დღე-ღამეში ათიათასობით ბავშვი იღუპება შიმშილით, იმიტომ რომ რამდენიმე სიბერისგან მიხრწნილ ბებერს შემოსავალი წუთში 6-7 მილიონი ჰქონდეს. ათასობით ადამიანს ასამართლებენ და ციხეში ალპობენ ახლა, ამ წუთას, იმიტომ რომ მოსამართლეებს, პროკურორებს და სხვა მსგავს ათასობით მუქთახორას საქმე და შესაფერისი ხელფასი ჰქონდეს! ასობით უაზრო და ადამიანების ცხოვრების გაუარესებისკენ მიმართულ კანონებს იღებენ ყოველდღე კანონმდებლები, მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი „მოვალეობა“ შეასრულონ“. ამ კანონთა მიზანი მხოლოდ ისაა, რომ მორჩილებაში და ჩაგვრაში ჰყავდეთ ადამიანები, ასე სჭირდება „მსოფლიო წესრიგს!“ -მერედა ვის სჭირდება ეს „მსოფლიო წესრიგი?“ ისევ იმ რამდენიმე მიხრწნილ ბერიკაცს, რომელსაც ზოგი მასონებს უწოდებს, ზოგი ებრაელებს, ზოგს დიდი სახელმწიფოს მმართველები ჰგონია სათავეში და სინამდვილეში, არავინ იცის, როგორ მოვედით აქამდე, რომ რამდენიმე კაცს შეუძლია მილიონობით ადამიანი დაჩაგროს, ან გაანადგუროს! ორი ათასზე მეტი წელი დაგვჭირდა, რომ შეგვექმნა არსებული სახელმწიფოთა მმართველობის სისტემა, სადაც როგორც არასდროს, ან როგორც ყოველთვის, ისევ იჩაგრებიან ადამიანები! კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია მმართველობის ისეთი მოდელი, სადაც არავინ იჩაგრება და ადამიანთა თანასწორობა და სიკეთეა მმართველი ძალა. ეს ინტელექტუალური ძუკნები და ონანისტები კი, დგანან და ქათმებზე და კვერცხებზე სვამენ უაზრო კითხვებს, თუ რომელი უფრო მალე გაჩნდა?! მანამდე, იმის გარკვევით იყვნენ დაკავებული, რამდენი ანგელოსი დაეტევა ნემსის წვერზე? მიმიფურთხებია მათი ყველა მიღწევისთვის, ნიცშესთვის და ფროიდისთვის, პლატონისთვის თუ არისტოტელესთვის, რადგან მთავარი, რაც მთავარი იყო, ის არ უთქვამთ!
უკეთეს სამყაროზე იდეები, „უტოპიებად“ იქცევა ხოლმე რატომღაც. ხოლო მას, ვინც მიხვდება რომ ჩაგრულია და მისი ჩაგვრის ხარჯზე, სხვები ცხოვრობენ უკეთ, მას ან გიჟად შერაცხავენ, ან მოკლავენ, ან მუდმივად ციხეში ეყოლებათ, როგორც ჩვენ! გააჩნია დროს და მის თანმდევ პერიპეტიებს, მოვლენებს, მაგრამ ძირითადი, იერარქია და ერთეულების ბატონობა მილიონებზე, უცვლელი რჩება და ეს ხან მეფის, ხან პრეზიდენტის, ხან რომის პაპის, ხან ღმერთის სახელით ხდება! ადამიანებს, დედამიწა არ ეყოთ და ზეცა, ღმერთი და ეშმაკიც გარიეს, თავიანთ ბინძურ საქმეში. რომ უსმინო. რაც ცუდი ხდება ეშმაკია დამნაშავე და რაც კარგი, სხვადასხვა ღმერთი, ამ უღმერთო დედამიწაზე და ჩვენ ვართ ისე, როგორც ვიყავით ორიათასი წლის წინ, მხოლოდ ტექნიკური პროგრესით და სულიერი რეგრესით, უკანსვლით. იმ უკანაც, რაც დაწერილა და უთქვამთ, მართლა სასარგებლო, ან არასწორად მოვიდა ჩვენამდე, ან საერთოდ დაგვიმალეს ისე, როგორც ბუნებისგან ბოძებული სხვა ყველა რესურსი და ფასეულობა აქვთ დამალული დღემდე, ერთეულებს.
ყველა ჩუმად იყო ამ დროს, მხოლოდ არჩილი აგრძელებდა მონოლოგს:
-აი, თუნდაც ჩვენი ქვეყანა ავიღოთ, საქართველო, დღეს. ვინ ვართ ჩვენ, ქართველები? უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ხალხი? თუ ხალხი, ვისაც ვერასდროს გაურჩევია ცუდი და კარგი ერთმანეთისაგან და მტრობა, ღალატი და გაუტანლობა, სისხლში აქვს?! სამმილიონიანი ქვეყანა, სადაც აბორტის უფლება, დედის უფლებაა მხოლოდ და მარიხუანის, ამ ბუნებისგან ბოძებული მცენარის მოწევა ათ, ოც წლამდე ციხით ისჯება დღემდე? ქვეყანა, სადაც ყველას ხალიჩებით ვხვდებით და ჩვენ ყველგან პანჩურით გხვდებიან! ხალხი, სადაც იმდენი მილიონერია, მათი ფული, სწორად წარმართვის შემთხვევაში ყველას ეყოფოდა. ფულს თავი დავანებოთ, (თუმცა თავად არ გვანებებს თავს), მიწა, სადაც ყველაფერია, ბუნებისგან მომადლებული, იმდენი, რომ ყველას ეყოფოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღემდე შიმშილით იხოცებიან ბავშვები. ტყუილია, თითქოს ჩვენი სიზარმაცის ბრალი იყოს ეს, თუმცა სხვა ყველა რესურსთან ერთად, ცოდნაც რომ დაგვიმალეს, ეს კი აშკარაა! ესეც იმ რამდენიმე ბებრის, დიდი ქვეყნების, ან ჩვენი ქვეყნის მეთაურების და იმ დამპალი სისტემის მუშაობის ბრალია, რომელსაც სინამდვილეში შეიძლება არც არავინ მართავს, უბრალოდ შეიქმნა და ახლა თავად განაგრძობს არსებობას. შეიძლება სისტემა, რომელიც მართავს დღეს მსოფლიოს, ფრანკენშტეინივითაა, რომელიც შექმნა მეცნიერმა და შემდეგ თავად მეცნიერი გახდა მსხვერპლი თავის შექმნილი მონსტრისა....
ყველა ჩუმად იყო...
გაგრძელება იქნება და არის, ჩემს რვეულებში, ამის შემდეგ ეროტიკული ნაწყვეტი მოდის, განტვირთვისთვის. გეგას მემუარებიდან.)) <3


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1151 | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: კონსტანტინე კირვალიძე, შავი ლაქა 2, konstantine kirvalidze, shavi laqa 2, shavi laqa, უსამართლობა, kote kirvalidze, შავი ლაქა, კოტე კირვალიძე, ბრძოლა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]