7:34 PM "თბილისობა" ღონისძიებათა განრიგი ცნობილია / "tbilisoba" - ghonisdziebata ganrigi cnobilia | ||||||||||||
„თბილისობა 2015“ სხვადასხვა კულტურულ სპორტულ და საბავშვო ღონისძიებას მოიცავს. „თბილისობას“ 16 ოქტომბერის საღამოს „საპატიო თბილისელის“ დაჯილოვების ცერემონია გახსნის. 17 და 18 ოქტომბერს რიყის პარკში დაგეგმილია სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ღია ტურნირები ჭადრაკსა და ჭიდაობაში, საბავშვო ღონისძიებები და „ლაივ ფესტივალი“ ახალგაზრდებისთვის. “თბილისობა 2015”-ის ფარგლებში, წელს პირველად გაიმართება კულინარიის ფესტივალი. პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კერძები. რიყის პარკის შადრევანთან კი ღვინის ქალაქი მოეწყობა. 17 ოქტომბრის კულმინაცია მიშა მდინარაძის პროექტი იქნება, რომელიც წარმოაჩენს თბილისური მუსიკის ტრანსფორმაციას ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში. წელს პირველად მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ „თბილისზე მზრუნველი“ თავად აირჩიონ, დასახელებული კანდიდატებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. 18 ოქტომბერს მუშტაიდის პარკიდან სტარტს აიღებს კოსტიუმირებული მსვლელობა „შემოდგომა და გარემო“, რომელიც გორგასლის მოედანზე გალა კონცერტს შეუერთდება. „თბილისობა 2015“ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას ეძღვნება. დღესასწაულის ფარგლებში თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით სტრატეგიის პრეზენტაცია მოეწყობა. ასევე გაიმართება სხვადასხვა თემატური შემეცნებითი აქტივობები. "თბილისობა 2015"-ის ბიუჯეტი 977 000 ლარს შეადგენს. მიმაგრება: სურათი 1
|
|