გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 7 » თბილისობა 2017-სთვის დაგეგმილი ღონისძიებები - სრული სია / tbilisoba 2017-stvis dagegmili ghonisdziebebi - sruli sia
7:36 PM
თბილისობა 2017-სთვის დაგეგმილი ღონისძიებები - სრული სია / tbilisoba 2017-stvis dagegmili ghonisdziebebi - sruli sia






თბილისის მერია 2017 წლის თბილისობის ღონისძიებისთვის მზადებას იწყებს. წელს ღონისძიება სამ ადგილზე: რიყის პარკში, განახლებულ აღმაშენებელსა და ლეღვთახევში 7-8 ოქტომბერს გაიმართება.

რიყის პარკი
რიყის პარკში "შემოდგომის ალეა" და ქართული "ბაზარი" ხილით, ბოსტნეულით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, ყვავილითა და დეკორაციით მოეწყობა. აქვე დამონტაჟდება ფოტოების გადასაღები კუთხე საშემოდგომო დეკორაციით.

ბავშვებისთვისს დაგეგმილია ანიმატორების კუთხისა და მხიარული შეჯიბრებების მოწყობა. რიყის პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟდება რაგბისა და "ფეინთბოლის" მოედნები, შესაძლებელი იქნება მინდვრის ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთს, ჭადრაკის, ნარდისა და შაშის თამაში. გარდა ამისა, გაიმართება შავფაროსნებისა და პარკურის შოუ-სანახაობა, ქართული ჭიდაობა. დამონტაჟდება სხვადასხვა სახის ატრაქციონები ბავშვებისთვის. ორი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე მსახიობები და ანიმატორები იზრუნებენ. გარდა ამისა, მოეწყობა ფრანების ფესტივალი და ბავშვებისთვის მასტერკლასები გაიმართება.

7-8 ოქტომბერს, პარკის ტერიტორიაზე, დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები ქართული კლასიკური, სამეჯლისო ცეკვებისა და ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების მონაწილეობით, ინკლუზიური ცეკვის ნომრები და სხვა აქტივობები. 7 ოქტომბერის საღამოს სცენას თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი ბიგ- ბენდი დაიკავებს. 8 ოქტომბერს კი გერმანიის სახმელეთო ჯარების მუსიკალური კორპუსის ორკესტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის ორკესტრის წარმოდგენა გაიმართება.

განახლებული აღმაშენებელი
განალებულ აღმაშენებელზე გაიმართება საკონდიტრო ფესტივალი, საერთო დეკორით გაფორმებული დახლებით. მზარეულები ჩაატარებენ მასტერკლასებს. ფესტივალი გაფორმდება მუსიკალურად.

ამავე ადგილზე, გაიმართება საბავშვო გასართობი აქტივობები, განთავსდება საბავშვო თემატური კონსტრუქცია, ჩატარდება საბავშვო ვიქტორინა, საბავშვო არქეოლოგია, მხიარული შეჯიბრებები, ხატვის კუთხეები, საბავშვო კულინარია. ბავშვების გართობაზე კოსტიუმირებული ანიმატორები იზრუნებენ. ღონისძიებები გაფორმდება მუსიკალურად.

ორი დღის განმავლობაში, განახლებულ აღმაშენებელზე დაგეგმილია სხვადასხვა მუსიკალური ბენდის კონცერტი, მოეწყობა თემატური ფოტოგადაღების კუთხე, ქართული მარკების ექსპოზიცია, განთავსდება მექანიკური კონსტრუქციები, გაიმართება კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით. ღია ცის ქვეშ დაგეგმილია თბილისის თანამედროვე ბალეტისა და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა - არქაული ცეკვების, სიმღერისა და იმპროვიზაციის სინთეზი.

ლეღვთახევი
ამ ადგილას 8 ოქტომბერს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალია დაგეგმილი, გაჟღერდება ქალაქური ჟანრის მუსიკა, ამონარიდები მუსიკალური ფილმებიდან, სპექტაკლებიდან, მუხამბაზები და სხვა.

კონცერტში მონაწილეობას ორკესტრი, ბენდები და სოლოშემსრულებლები მიიღებენ. ღონისძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მაყურებლებს ღონისძიების საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა ექნება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 652 | დაამატა: nikucha | ტეგები: tbilisqalaqoba, tbilisoba 2017, TBILISI, თბილისობა, თბილისობა 2017, თბილისობა 2018, tbilisoba 2018, თბილისი, თბილისქალაქობა, tbilisoba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: