გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 7 » კანადელმა კაცმა, თავისი ქორწილის დღეს, პატარა ბიჭის სიცოცხლე იხსნა / kanadelma kacma, tavisi qortsilis dghes, patara bichis sicockhle ikhsna
7:53 PM
კანადელმა კაცმა, თავისი ქორწილის დღეს, პატარა ბიჭის სიცოცხლე იხსნა / kanadelma kacma, tavisi qortsilis dghes, patara bichis sicockhle ikhsna






კანადაში საქორწინო ფოტოსესია დრამატულად შეიცვალა, როდესაც ახალდაქორწინებული კაცი მოულოდნელად მდინარეში გადახტა და პატარა ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა.

BBC-ის ინფორმაციით, კლეიტონ და ბრიტანი ქუქები ხიდზე ფოტოებისთვის პოზირებდნენ, როდესაც კლეიტონმა შენიშნა, რომ პატარა ბიჭი მდინარეში ფართხალებდა.

მას თავის ახალ, ქორწილისთვის და უამრავი ფოტოსთვის განკუთვნილ კოსტიუმზე ბევრი არ უფიქრია, ისე ისკუპა წყალში. რამდენიმე წუთში ის ნაპირზე პატარა ბიჭთან ერთად ამოვიდა. სწორედ ეს ფოტოები გადაუღო მას ფოტოგრაფმა.

ალბათ კლეიტონის და ბრიტანის ფოტოები არასდროს გახდებოდა ასეთი ვირუსული, როგორც მისი გმირობის ამსახველი ფოტოები გახდა.

"ესაა ჩემი კლეი, ის კარგ რამეებს ინსტიქტის დონეზე ჩადის და მუდამ სხვების კარგად ყოფნაზე ფიქრობს. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შემახსენა, რატომ შემიყვარდა ის ასე ძალიან".

ფოტოებიდან ხედავთ, რომ ბიჭუნა კარგადაა და მას კლეიტონმა სწორედ რომ სულზე მიუსწრო.

როგორც ფოტოგრაფის ფეისბუკის გვერდიდან ირკვევა, მან ბრიტანისა და კლეიტონის საერთო ფოტოს გადაღებაც მოასწრო.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 3169 | დაამატა: nikucha | ტეგები: bavshvi, daxmareba, ბავშვი, კანადა, dakhmareba, kanadeli, კანადელი, Kanada, დახმარება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...