8:29 PM
ლიტერატურის დარგში 2017 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა ცნობილია / literaturis dargshi 2017 tslis nobelis premiis laureantis vinaoba
www.auf.ge -
დღეს, 5 ოქტომბერს, ნობელის პრემიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ბრიტანელმა მწერალმა, კაზუო იშიგურომ მიიღო.

62 წლის ავტორს თავის ხანრგძლივ კარიერაში რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნი აქვს დაწერილი, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 2015 წელს გამოცემული დაფლული გოლიათია.

კაზუო იშიგუროს კალამს ეკუთვნის 2005 წელს გამოცემული ცნობილი რომანი არასოდეს გამიშვა (Never let me go), რომლის ეკრანიზაციაც ამერიკელმა რეჟისორმა მარკ რომანეკმა 2010 წელს გადაიღო. მისი წიგნის დღის ბოლოს (The Remains of the day) ეკრანიზაცია გადაღებული აქვს ცნობილ რეჟისორ ჯეიმს აივორისაც. ფილმში მთავარ როლებს ისეთი მსახიობები ასრულებენ, როგორიცაა ენტონი ჰოპკინსი, ემა ტომპსონი, პიტერ ვაუ და ჰიუ გრანტი.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1199 | დაამატა: nikucha | ტეგები: tsignebi, წიგნი, nobelis dajildoeba, kazuo oshiguro, კაზუო იშიგურო, ლიტერატურა, nobelis premia, Literatura, ნობელის პრემია, ნობელის დაჯილდოება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]