გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 7 » ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატები ცნობილია - იხილეთ გამარჯვებულთა სია / literaturuli premia sabas lauriantebi cnobilia - ikhilet gamarjve
8:40 PM
ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატები ცნობილია - იხილეთ გამარჯვებულთა სია / literaturuli premia sabas lauriantebi cnobilia - ikhilet gamarjve






ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულების ვინაობა სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის ისტორიის მუზეუმში საბას რიგით მეთხუთმეტე დაჯილდოება გაიმართა, სადაც 11 ნომინაციაში ჯამში 47 ნაშრომი იყო წარმოდგენილი.

სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ ფინალისტების ვინაობა 2017 წლის ივლისში გამოავლინა, ხოლო მათგან გამარჯვებულები დღეს დაჯილდოვდნენ. წელს საბას დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის ორი ჯილდო გაიცა. ერთი გამარჯვებული ჟიურიმ, ხოლო მეორე მკითხველმა ონლაინ ხმის მიცემით გამოავლინა. ხმის მიცემის პროცესი საბას ოფიციალურ გვერდსა და ფეისბუქზე მიმდინარეობდა.

წლევანდელ საბაზე კიდევ ერთი სიახლე იყო. კერძოდ, საუკეთესო ელექტრონული წიგნისთვის დაჯილდოებული ავტორის წიგნს გამომცემლობა პალიტრა L გამოსცემს.

2017 წლის საბას ლაურეატების ვინაობა ხუთკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ:

ივანე ამირხანაშვილი (ლიტერატორი)
ლაშა ბუღაძე (მწერალი, დრამატურგი)
დიანა ანფიმიადი (პოეტი)
გურამ ოდიშარია (მწერალი)
ნათია მიქელაძე (მთარგმნელი).
წლის საუკეთესო რომანი
ალეკო შუღლაძე, გადამალვა (გამომცემლობა დიოგენე)
აბო იაშაღაშვილი, ძველი ტფილისის დამნაშავენი (გამომცემლობა ქოლგა)
არჩილ ქიქოძე, სამხრეთული სპილო (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ტორესა მოსი, იყო (გამომცემლობა ინტელექტი)
ცოტნე ცხვედიანი, მაიაკოვსკის თეატრი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
რუსუდან რუხაძე, ერთი თქვენგანი გამცემს (გამომცემლობა ინტელექტი)
თეა თოფურია, ორი ოთახი კაიროში (გამომცემლობა ინტელექტი)
ირაკლი სამსონაძე, ქელეხი ქარში (გამომცემლობა ინტელექტი)
რეზო თაბუკაშვილი, მესამე თვალი (გამომცემლობა ინტელექტი)
ცირა ყურაშვილი, ჟამსა თამაშობისასა (გამომცემლობა ინტელექტი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
ვახტანგ ჯავახაძე, ელეგია და სხვა (გამომცემლობა ინტელექტი)
ეკატერინე ქევანიშვილი, ევაკუაციის გეგმა (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
ლია ლიქოკელი, გოგოობის კანონი (ქარჩხაძის გამომცემლობა)
ლია სტურუა, მგლის საათი (გამომცემლობა ინტელექტი)
ლელა ცუცქირიძე, წარმოიდგინე, ელისაბედ (გამომცემლობა საუნჯე)
ტარიელ ჭანტურია, სიყვარულის შავი ყუთი (გამომცემლობა ინტელექტი)
წლის საუკეთესო პიესა
ლაშა თაბუკაშვილი, სადღაც, ცისარტყელას მიღმა... (გამომცემლობა ინტელექტი)
თამარ ბართაია, პიესები (გამომცემლობა ინტელექტი)
დათო ტურაშვილი, სელიმის პროცესი (saba.com.ge)
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი (ჟიურის რჩეული)
ბექა ახალაია, ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის (გამომცემლობა ინტელექტი)
გიორგი შონია, ფაბრიკაცია (გამომცემლობა ინტელექტი)
გურანდა ფაჩულია, ჟოზე ლუიშ პეიშოტუს გალვეიაშის თარგმანი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ზურაბ აბაშიძე, როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
თამარ ფოლადაშვილი, სიკვდილის ახსნა (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
სოფიო ჯაფარიძე, სულის პური (ჩვენი მწერლობა)
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი (მკითხველის რჩეული)
ზურაბ აბაშიძე, როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
ბექა ახალაია, ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის (გამომცემლობა ინტელექტი)
გიორგი შონია, ფაბრიკაცია (გამომცემლობა ინტელექტი)
გურანდა ფაჩულია, ჟოზე ლუიშ პეიშოტუს გალვეიაშის თარგმანი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
თამარ ფოლადაშვილი, სიკვდილის ახსნა (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
სოფიო ჯაფარიძე, სულის პური (ჩვენი მწერლობა)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურა და ლიტერატურა (გამომცემლობა კალმოსანი)
ანდრო ბუაჩიძე, ინტერიერი (გამომცემლობა ინტელექტი)
მაია ჯალიაშვილი, ზნეობის გარდამოხსნა (ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
ლევან ბერძენიშვილი, წიგნიერების ევოლუცია (გამომცემლობა არტანუჯი)
გელა ჩარკვიანი, ნაცნობ ქიმერათა ფერხული (გამომცემლობა ინტელექტი)
გიორგი კეკელიძე, გურული დღიურები-2 (გამომცემლობა სიესტა)
დათო ქარდავა, მტაცებლები ურბანულ გარემოში (გამომცემლობა ინტელექტი)
ეთერ თათარაიძე, დევიღუპეთ! (გამომცემლობა ინტელექტი)
ზურაბ კიკნაძე, ხასიდური სიბრძნე (გამომცემლობა ინტელექტი)
წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი:
ანდრო ბუაჩიძე, გაზაფხული მოდის ღამეში (saba.com.ge)
თამაზ კვაჭანტირაძე, მოგზაურობა შოთას სამყაროში (saba.com.ge)
მარიამ წიკლაური, დაჯერებისთვის (saba.com.ge)
ლუკა ბაქანიძე, სად ხარ, ლაზარე! (saba.com.ge)
წლის საუკეთესო თარგმანი
ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს ფუკოს ქანქარა (გამომცემლობა დიოგენე)
დავით გოგინაშვილი, იუკიო მიშიმას ოქროს ტაძარი (გამომცემლობა დიოგენე)

თამარ ჯაფარიძე, არუნდატი როის წვრილმანების ღმერთი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

თეა შურღაია, მაჰმუდ დოულათაბადის პოლკოვნიკის მიმწუხრი (გამომცემლობა დიოგენე)

ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას ვაცის ნადიმი (გამომცემლობა ინტელექტი)

ლელა დუმბაძე, ჰარპერ ლის მიდი, დააყენე დარაჯი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

მანანა ღარიბაშვილი, რომაული ლირიკის მწვერვალები (გამომცემლობა ლოგოსი)

სალომე ბენიძე, სალმან რუშდის ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

სულხან მუხიგულაშვილი, ბოჰუმილ ჰრაბალის მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა (გამომცემლობა დიოგენე)

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანისათვის საბას ლაურეატი სიბილა ჰაინცე გახდა, რომელმაც ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნი „ვინ მოკლა ჩაიკა“ გერმანულ ენაზე თარგმნა.

ლიტერატურული პრემია საბა ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქართველმა პოეტმა, ლია სტურუამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული პრემია საბა 2003 წლიდან ტარდება. რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო დაჯილდოება 30 სექტემბერს, 20:00 სთ.-ზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართა. წარდგენილი 47 კანდიდატიდან, სულ 12 გამარჯვებული გამოვლინდა. 2017 წლის ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 52 000 ლარს შეადგენდა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 168 | დაამატა: nikucha | ტეგები: წიგნი, Saba, literaturuli premia saba, საბა, ლიტერატურული კონკურსი, literaturuli konkursi, საბა 2017, ლიტერატურული პრემია საბა, literatura, saba 2017 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: