გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 25 » აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური კონფერენცია გაიხსნა / aghmosavlet partniorobis regionaluri konferencia gaikhsna
12:18 PM
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური კონფერენცია გაიხსნა / aghmosavlet partniorobis regionaluri konferencia gaikhsna






საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ვიცე პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

კონფერენცია მიზნად ისახავს განსაზღვროს თუ რამდენად არის შესაძლებელი საკვალიფიკაციო სისტემების ორი ძირითადი ელემენტის – კვალიფიკაციის აღიარებისა და უნარ-ჩვევების დამტკიცების (ვალიდაცია) შედეგად, მობილობის, მათ შორის მიგრაციის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო სისტემის რეფორმებზე ინფორმაციის გაზიარებისა და შემეცნებითი ხასიათის ორდღიან კონფერენციაზე, თითოეული ქვეყნის დელეგაციის მიერ, წამოდგენილი იქნება სისტემაში საკუთარი ქვეყნის პროგრესი და განათლების აღიარების და დამტკიცების (ვალიდაციის|) ინსტრუმენტები. ამ მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან კონფერენციაზე გაზიარებული იქნება მათი პრაქტიკა და გამოცდილება. იმსჯელებენ, თუ როგორ არის შესაძლებელი მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის მიზნებს ეკონომიკური ინტეგრაციის, სოციალური ერთობის, ურთიერთგაგებისა და მოქალაქეებისთვის სარგებლის მიღწევაში.

კონფერენციის ძირითადი თემებია- მობილობა, მიგრაცია და ის, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას და გაუმჯობესდეს კვალიფიკაციის აღიარების სისტემები და ხალხის უნარ-ჩვევების დადასტურება (ვალიდაცია).

კონფერენციის პლენარულ სხდომაში მონაწილეობენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი და წარმომადგენელი ევროპის განათლების ფონდიდან (ETF)- მიშელ გრაჰამი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 777 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ganatlebis ministri, განათლების მინისტრი, vicepremieri, ალექსანდრე ჯეჯელავა, ვიცეპრემიერი, ევროპის განათლების ფონი, ევროკავშირი, aleqsandre jejelava | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...