გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 25 » იაპონიაში ქართული კივის ექსპორტი იზრდება / iaponiashi qartuli kivis eqsporti izrdeba
12:20 PM
იაპონიაში ქართული კივის ექსპორტი იზრდება / iaponiashi qartuli kivis eqsporti izrdeba






სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტთან, ტეტსუია საკამოტოსთან და ქართული კივის მწარმოებელი კომპანიის „ნერგეტა“ თანადამფუძნებელთან, კონსტანტინე ვეკუასთან შეხვედრაზე იაპონიაში ქართული კივის ექსპორტის მზარდი ტენდენციის საკითხი განიხილა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება მეხილეობის სექტორის განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, იაპონიის ბაზარი საქართველოსთვის საინტერესოა და ქართული კივის იაპონურ ბაზარზე გამოჩენა მნიშვნელოვანია.

იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტის, ტეტსუია საკამოტოს განცხადებით, საქართველოში კივის კულტურას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რადგან კლიმატური პირობები სრულად შეესაბამება საექსპორტო კივის კულტურის განვითარებას.

„ქართული წარმოების კივი არის შესანიშნავი ხარისხის. თუ კივის შაქრიანობის საკითხს შევეხებით, რაც მისი საგემოვნო თვისებების განმსაზღვრელია, იაპონურ კივთან შედარებით ქართულში შაქრიანობა 1,5 პროცენტით მაღალია. შარშან იაპონიაში პირველად ჩავიტანეთ ქართული კივი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ვფიქრობ, წელს საქართველოდან იმპორტირებული კივის მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება. მოთხოვნიდან გამომდინარე ვგეგმავთ, იაპონიაში კივის ექსპორტი გავზარდოთ“, – განაცხადა იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტმა, ტეტსუია საკამოტომ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნერგეტამ“ კივის საცდელი პარტია იაპონიის ბაზარზე 2016 წელს შეიტანა. მიმდინარე წელს კი, დაახლოებით 100 ტონა კივის ექსპორტისთვის ემზადება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 875 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: iaponia, qartuli kivi, ექსპორტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ლევან დავითაშვილი, იაპონია, კივი, soflis meurneoba, levan davitashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...