ლვოვის ოლქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო / lvovis olqis sasamartlom mikheil saakashvili damnashaved cno
ლვოვის ოლქის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი და საზღვრის უკანონო კვეთაში ის დამნაშავედ სცნო. სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ის დამნაშავედ არის ცნობილი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.
სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის გამო ჯარიმის სახით 3,4 ათასი გრივნის გადახდა მოუწევს.