12:38 PM SwagBot - ახალი მენახირე რობოტი, რომელიც ცხოველებს მოუვლის, მიხედავს და დააბინავებს / svegboti - akhali menakhire roboti, romelic ckhovelebs | ||||||||||||
ერთ-ერთი ასეთი ინოვაცია სიდნეის უნივერსიტეტის რობოტიკის მეცნიერების ჯგუფს ეკუთვნის. რობოტი სახელად SwagBot, რომელიც ნახირს, ფარას ან კოლტს მოუვლის. SwagBot-ს ცხოველების ყურადღების მიქცევა ავტონომიურად შეუძლია და გარდა ამისა, ის მათ ჯანმრთელობის მდგომარეობასაც შეამოწმებს. სპეციალური სენსორებით ის პირუტყვის ტემპერატურას გაზომავს, მისი სიარულის მანერას დააკვირდება და თუ შეატყობს, რომ ცხოველი ავადაა ან დაშავებულია, შეტყობინებას გამოგიგზავნით. რობოტი უკვე ველზეც გატესტეს: რობოტს მინდვრის ანალიზიც შეეძლება, ის შეამოწმებს ბალახის ხარისხსა და რაოდენობას და ცხოველებს საუკეთესო ადგილას გადარეკავს. SwagBot-ისთვის დავალების მიცემა და ჯოგის გადაადგილების ტერიტორიის განსაზღვრა, სავარაუდოდ, ტაბლეტით, კომპიუტერით ან სმარტფონით იქნება შესაძლებელი. მოწყობილობა ჯერჯერობით კვლავ ტესტირებისა და დახვეწის ეტაპზეა. წყარო: Modern Farmer მიმაგრება: სურათი 1
|
|