ნინო ბურჯანაძე - „გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ჩვენ არ გვაქვს ნული ხმა“ / nino burjanadze - „gvaqvs gonivruli echvi, rom chven ar gvaqvs n“
მთაწმინდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში „დემოკრატიული მოძრაობა“ N1 უბნაზე ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვს. კომისია მათ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. თავმჯდომარის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, საჩივრის განხილვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პარტიის დამკვირვებელი პრეტენზიას საარჩევნო უბანზე დააფიქსირებდა, რასაც არ ეთანხმებიან „დემოკრატიულ მოძრაობაში“ და აცხადებენ, რომ გასაჩივრების ვადა შედეგების გამოცხადებიდან ორი დღეა.
„ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ჩვენ არ გვაქვს ნული ხმა, არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მიცემული აქვთ ხმა ჩვენი პარტიისთვის. ჩვენ გვაქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველი დღე, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ გადადოს საჩივრების განხილვა, ემსახურება იმას, რომ ღამით, ჩუმად უბნების შედეგები ჩაანაცვლონ“,-განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.