გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 25 » ჰააგაში კონცერტი „Georgia” გაიმართა / aagashi oncerti jorjia gimarteba
3:41 PM
ჰააგაში კონცერტი „Georgia” გაიმართა / aagashi oncerti jorjia gimarteba






ნიდერლანდების სამეფოში, ქ. ჰააგაში, გაიმართა „ჰოლანდიის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლის” (Netherlands Blazers Ensemble- NBE) კონცერტი სახელწოდებით„Georgia”, ანსამბლ „ანჩისხატთან” და ვირტუალურად გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად.

ღონისძიების დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. მან მადლობა გადაუხადა ანსამბლს ქართული მუსიკით დაინტერესებისათვის და საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.

მაყურებელს საშუალება მიეცა მოესმინა ქართული პოლიფონიური მუსიკის შედევრებისათვის, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკის თანხლებით.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლმა „NBE” ა.წ. მაისის თვეში იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მოიძია უნიკალური ქართველი მუსიკოსები, რომლებიც ინარჩუნებენ და აახლებენ ქვეყნის ტრადიციულ მუსიკას.

საქართველოში ვიზიტის შემდეგ ანსამბლმა მოიწვია ქართველი მუსიკოსები ნიდერლანდებში, სადაც ა.წ. ოქტომბერში, ნიდერლანდების სამეფოს სხვადასხვა ქალაქში, ერთობლივი კონცერტები ანშლაგებით ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა დასაერთაშორისო/ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონცერტის დაწყებამდე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მიღება, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და კერძები.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 871 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ნიდერლანდები, ansambli anchkhiskhati. anchxisxati, ჰააგა, ანსამბლი „ანჩისხატი“, ეროვნული, ხათუნა თოთლაძე, კონცერტი, ქართული ღვინო, ქართული კერძები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...