გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 25 » ემირ კუსტურიცას თბილისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო / emir kusturicas tilisshi koncerti gadaido
3:50 PM
ემირ კუსტურიცას თბილისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო / emir kusturicas tilisshi koncerti gadaido






თბილისში დაგეგმილი ემირ კუსტურიცას კონცერტი გადაიდო. ორგანიზატორების თქმით, მათთვის არ იყო ცნობილი, რომ კუსტურიცას საქართველოში ჩამოყვანა, კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. საქმე ეხება 2009 წელს, ცხინვალის რეგიონში მუსიკოსის ვიზიტზე.

„საქართველოში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ემირ კუსტურიცას ვიზიტთან დაკავშირებით, არის გარკვეული იურიდიული საკითხების დაზუსტება საჭირო, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეწყო კონსულტაციები და მანამდე შეეჩერებინა კონცერტის ბილეთების გაყიდვები. ის კარგად იცნობს საქართველოს ისტორიასა და კულტურას და ძალიან აინტერესებს საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ხელისუფელბის მხრიდან მზაობა მისი სტუმრობის“,-განაცხადა „არტ მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლელა ასლანიკაშვილმა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 911 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Tbilisi, Emir Kusturica, koncerti, ცხინვალის რეგიონი, თბილისი, cxivali, ემირ კუსტურიცა, კუსტურიცა, კონცერტი, ckhinvali | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...