8:25 PM პრეზიდენტი მიწის გასხვისების აკრძალვის შესახებ: ჩვენს სოფლის მეურნეობას შევუქმენით / prezidenti mitsis gaskhvisebis akrdzalvis shesakheb: c | ||||||||||||
"იყიდება საქართველო" - ამ პათეტიკით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს. მე მგონია, რომ კონსტიტუციაში, აი ამ რაღაც უშინაარსო, პრანჭია ფრაზის ჩაწერით, ჩვენს სოფლის მეურნეობას სირთულე შეუქმენით", - განაცხადა მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, მიზანი დიდი იყო, მაგრამ ახალი კონსტიტუციის პირობებში უნდა გამოინახოს გზა იმისათვის, რომ შემცირდეს ის ზიანი, რომელიც ამ სექტორს მიადგა: "ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი რაც აქ, ამ შემთხვევაში გასაკეთებელია ეს არის სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ მიწის ბაზარი შედგეს. როცა უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა, შესაბამისად ბანკებთან ჩვენ მისი საგარანტიო ფასიც დავაგდეთ, აი ეს უნდა იქნას კომპენსირებული რაღაც ფორმით. თუ აი ამ ლექსის ჩაწერა გინდა კონსტიტუციაში და ჩაწერე ეს პათეტიკა, ახლა მიდი, დაუბრუნდი ფერმერს და ჰკითხე: რამდენად იოლად მიდის სოფლის მეურნეობაში ფული, რამდენად მზად არიან ბანკები სესხების გაცემაზე? თუ ეს, ასე არ არის, მაშინ კეთილი ინებე და ეს სადღეგრძელო აიღე და დააბალანსე ფინანსური ნაკადებით იმისთვის, რომ რაღაცნაირად ქვეყანაში მიწის ბაზარი ამა თუ იმ ფორმით შედგეს". გიორგი მარგველაშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლების გაძლიერებასა და განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რაც მისი აზრით, ძალიან წაადგება ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას. მიმაგრება: სურათი 1
|
|