8:32 PM ისლანდიელ მუსიკოს Björk -ს, რომელიც საქართველოში 2 კონცერტს მართავს ერთადერთი განსაკუთრებული სურვილი აქვს / islandiel musikos bjork s erti | ||||||||||||
მუსიკოსი კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს. . დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით თბილისს, ასევე ცნობილი ისლანდიელი, ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი ესტუმრება. ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, ორივე კონცერტზე უდირიჟრებს. ცნობილია, რომ ბიორკის პროგრამა საქართველოში ჩასატარებელი ორივე ღონისძიების განმავლობაში იდენტური იქნება, რომელიც ძირითადად მის 2015 წლის ალბომს, „Vunicura“-ს ეხება. „Vulnicura Strings“ ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს. მიმაგრება: სურათი 1
|
|