გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 27 » კამბრილსის რაიონში მომხდარი ტერაქტის დროს ხუთივე ტერორისტი დაიღუპა / kambrilsis raionshi momkhdari teraqtis dros khutive teroristi daighupa
8:44 PM
კამბრილსის რაიონში მომხდარი ტერაქტის დროს ხუთივე ტერორისტი დაიღუპა / kambrilsis raionshi momkhdari teraqtis dros khutive teroristi daighupa






კამბრილსის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ესპანელმა ძალოვანებმა 5 ტერორისტი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზღვისპირა ქალაქში ბარსელონას მსგავსი მეორე ტერაქტი აღკვეთეს.

ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილებს იმ დროს ესროლა, როდესაც ისინი „აუდის“ მარკის ავტომობილით რამდენიმე ადამიანს დაეჯახნენ.

თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. სროლის შედეგად 4 თავდასხმელი ადგილზე დაიღუპა, მეხუთე კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების ინფორმაციით ხუთვე მოკლულს სხეულზე, შაჰიდის ქამრები და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

ბარსელონასა და კამბრილსის ტერაქტებს დაუკავსირა გამოძიებამ ქალაქ ალკანარში მომხდარი აფეთქებებიც, რომელსაც ერთი პირი ემსხვერპლა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 911 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კამბრილსი, ესპანეთი, kambrilsi, espaneti, Barselona, specoperacia, ბარსელონა, სპეცოპერაცია, teraqti, ტერაქტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...