8:55 PM "შანელი" და "გუჩი" თავიანთი შოუებისთვის არასტანდარტულად გამხდარ მოდელებს აღარ გამოიყენებენ / "shaneli" da "guchi" tavianti shouebis arastand | ||||||||||||
სამოდელო სახლებმა ეს გადაწყვეტილება იმის შემდგომ მიიღეს, რაც სამოდელო ინდუსტრიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა და პრესამ სამოდელო სახლები მოდელების კვების რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. განსაკუთრებული სკანდალი მოჰყვა შარშან დანიელი მოდელის, ურლიკე ჰოიელის მიერ შიმშილის იძულებაში „ლუი ვიტონის“ დადანაშაულებას. მოდელის განცხადებით, ერთ-ერთი შოუსთვის მოსამზადებლად მას ფაქტობრივად შიმშილს აიძულებდნენ. „ლუი ვიტონმა“ ეს ბრალდება უარყო. „შანელი“ და „გუჩი“, იმედოვნებენ რომ მათ ამ ნაბიჯს სამოდელო ინდუსტრიაში ბევრი მიბაძავს. მიმაგრება: სურათი 1
|
|