გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ნოემბერი » 11 » გარბენი ჯანსაღი მომავლისთვის / garbeni jansaghi momavlistvis
12:36 PM
გარბენი ჯანსაღი მომავლისთვის / garbeni jansaghi momavlistvis






19 ნოემბერს, 12:00 საათიდან, ლისის ტბაზე, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია, საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია, “თეთრი ხმაურის მოძრაობა” და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი პროგრამების #Rungeorgia და #BeActiveInGeorgia ფარგლებში აწყობს თემატურ გარბენს. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანსაღი მომავლი როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული უნდა გახდეს. უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, არამედ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე, რათა უფრო ნაკლებ ადამიანს დაჭირდეს მკურნალობა და პრევენციული მიდგომებით მომეტებული ზიანი შევამციროთ. პარლამენტში დაწყებულია ჰუმანური ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხილვა. საზოგადოება თანხმდება, რომ ციხე არ არის გამოსავალი. რეფორმის მთავარი მიზანი კი სწორედ სადამსჯელო პრაქტიკებიდან ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაა. კანონმდებლობის ცვლილებასთან ერთად, რეფორმის გამართული მუშაობისთვის კომპლექსური მიდგომებია საჭირო. ღონისძიება ქვეყანაში ჰუმანური მიდგომებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსხურება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერება და მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია. გარბენში სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები, ორგანიზაციები, ბიზნეს სუბიექტები და როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს წევრები ჩაერთვებიან. ღონისძიება ყველა მოქალაქისთვის ღიაა. #გარბენიჯანსაღიმომავლისთვის #იყავიაქტიურისაქართველოში #ცვლილებებისდროა #პრევენციულიმიდგომებისდროა



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 869 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: გარბენი, jansaghi ckhovreba, janmrteloba, garbeni, sirbili, ცხოვრება, janmrteli, ჯანსაღი, სირბილი, ჯანმრთელობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...