გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ნოემბერი » 11 » თბილისის მერია მთაწმინდის პანთეონის რესტავრაციისთვის 115 ათასის დახარჯვას გეგმავს / tbilisis meria mtatsmindis panteonis restavraciistvis 11
12:43 PM
თბილისის მერია მთაწმინდის პანთეონის რესტავრაციისთვის 115 ათასის დახარჯვას გეგმავს / tbilisis meria mtatsmindis panteonis restavraciistvis 11






თბილისის მერიამ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი აღდგენა-რესტავრაცია მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 115 591 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის ზაფხულში მერიამ შპს სენსონს დაუკვეთა პანთეონის აღდგენა-რესტავრაციის პროექტის მომზადება. აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთულია შპს სენსონის მიერ მომზადებული პროექტიც.

პროექტის მიხედვით, მთაწმინდის პანთეონში არაერთი საზოგადო მოღვაწის საფლავია დაზიანებული, ზოგი ქვა გაბზარულია, ზოგან კი წარწერა მყარად არ არის მიმაგრებული ქვასთან. დოკუმენტაციაში დეტალურადაა აღწერილი ყველა დაზიანება და შესასრულებელი სამუშაო.

შპს სენსონის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაში საუბარია პანთეონის დაარსების ისტორიასა და იქ დასაფლავებულ ადამიანებზე.

თბილისში პანთეონის დაარსების იდეა გაჩნდა 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში. პანთეონი გაიხსნა 1929 წელს, აქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის
გარდაცვალების მე-100 წლისთავზე.

მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულნი არიან:
XIX-XX საუკუნეების მწერლები და საზოგადო მოღვაწენი

ალექსანდრე გრიბოედოვი (1857);
ნინო ჭავჭავაძე (1857)
დიმიტრი ყიფიანი (1887)
ილია ჭავჭავაძე (1907)
აკაკი წერეთელი (1915)
ოლღა გურამიშვილი (1927)
ნიკო ნიკოლაძე (1928 )
დავით ერისთავი (ნეშტი გადმოასვენეს კალოუბნის ეკლესიიდან 1930)
დავით კლდიაშვილი (1931 )
ზაქარია ჭიჭინაძე (1931)
ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი (1932)
ვასილ ბარნოვი (1934)
ვაჟა-ფშაველა (ნეშტი გადმოასვენეს დიდუბის პანთეონიდან 1935)
ნიკოლოზ ბარათაშვილი (ნეშტი გადმოასვენეს დიდუბის პანთეონიდან 1938)
იაკობ გოგებაშვილი (ნეშტი გადმოასვენეს დიდუბის პანთეონიდან 1940)
მერაბ კოსტავა (1989 წელი)
ქაქუცა ჩოლოყაშვილი (გადმოსვენებულ იქნა2005 წელს საფრანგეთიდან)
ზვიად გამსახურდია (2007 წელს ჩეჩნეთიდან გადმოსვენებულ იქნა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტი)
საბჭოთა ეპოქის მწერლები

შალვა დადიანი (1959);
გალაკტიონ ტაბიძე (1959);
ლეო ქიაჩელი (1963);
იოსებ გრიშაშვილი (1965);
გიორგი ლეონიძე (1966);
სიმონ ჩიქოვანი (1966 );
ოთარ ჭილაძე (2009 );
ნოდარ დუმბაძე (ნეშტი გადმოასვენეს საბავშვო ქალაქ „მზიურიდან“ (2009);
ანა კალანდაძე (2008 წელი);
მუხრან მაჭავარიანი (2010 წელი).
ხელოვნების მოღვაწენი

ვასო აბაშიძე (გადმოსვენებულია 1926 წ.);
ლადო გუდიაშვილი (1980 წ.);
სერგო ზაქარიაძე (1971 წ.);
კოტე მარჯანიშვილი (ნეშტი გადმოასვენეს თბილისის ოპერისა და ბალეტის
თეატრის სკვერიდან 1964);
იაკობ ნიკოლაძე (1951 წ.);
ივანე ფალიაშვილი (1934 წ.);
აკაკი ხორავა (1972 წ.).
მეცნიერები

ნიკოლოზ ბერძენიშვილი;
ილია ვეკუა;
ექვთიმე თაყაიშვილი (ნეშტი გადმოასვენეს დიდუბის პანთეონიდან);
ნიკოლოზ მუსხელიშვილი;
ალექსანდრე ცაგარელი;
მოსე ჯანაშვილი;
სიმონ ჯანაშია.
აგრეთვე

ე.გელაძე-ჯუღაშვილისა - კეკე ( ი. ბ. სტალინის დედა)
პანთეონში იყვნენ

სილიბისტრო თოდრია (ნეშტი გადასვენებულია ვაკის სასაფლაოზე);
ფილიპე მახარაძე (ნეშტი გადასვენებულია კუკიის სასაფლაოზე);
მიხეილ (მიხა) ცხაკაია (ნეშტი გადასვენებულია კუკიის სასაფლაოზე).

მთაწმინდის პანთეონი რამდენიმე წლის წინ დახურულად გამოცხადდა, თუმცა 9 ნოემბერს იქ დაასაფლავეს ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც 2017 წლის 6 ნოემბერს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 43 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: tbilisis meria, მთაწმინდის პანთეონი, mtawmindis panteoni, mtatsmindis panteoni, თბილისის მერია, sasaflao, panteonis reabilitacia, პანთეონის რეაბილიტაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: