გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ნოემბერი » 14 » უროლოგია - ქალებისთვის საჩოთირო პრობლემა / urologia - qalebistvis sachotiro problema
8:31 PM
უროლოგია - ქალებისთვის საჩოთირო პრობლემა / urologia - qalebistvis sachotiro problema






45 წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში თავი იჩინა პრობლემამ, რომელზეც ქალები არ საუბრობენ. ეს პრობლემა სერიოზულ დისკომფორტს მიქმნის. გამუდმებით მეშინია, ცემინების, ხველის ან სიცილის დროს უნებლიეთ შარდი არ გამეპაროს. რისი ბრალია შარდის შეუკავებლობა და რა შეიძლება ეშველოს ამ პრობლემას?

შარდის ბუშტის მუშაობის დარღვევის მიზეზი ყველაზე ხშირად მენჯის ქვედა ნაწილის კუნთების შესუსტებაა. ჩვენს ორგანიზმში ორსულობით, მშობიარობით, მენოპაუზით გამოწვეულ ცვლილებებს იქამდე მივყავართ, რომ მენჯის ქვედა ნაწილის კუნთები ელასტიკურობას კარგავს და სუსტდება.

ეს, თავის მხრივ, არღვევს შარდის ბუშტის ნორმალურ ფუნქციობას, ამიტომ ხველის, სიცილის, ცემინების
-0:16
ან სპორტული ვარჯიშის დროს შესაძლოა შარდის უნებლიე გამოყოფა მოხდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა და საკუთარი თავის ყოველმხრივ შეზღუდვა მოგიწევთ. თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ, სიტუაციას იოლად გაუმკლავდებით.

ნუ შეამცირებთ სითხის ოდენობას, რომლის მიღებაც აუცილებელია ორგანიზმისთვის, მიიღეთ იმდენი, რამდენის მიღებასაც შეჩვეული ხართ. სითხის შეზღუდვის გამო შესაძლოა შარდი უფრო კონცენტრირებული გახდეს, ეს კი გააღიზიანებს შარდის ბუშტს და მისი აქტივობის მომატებამდე მიგიყვანთ.
აკონტროლეთ წონა.
გახსოვდეთ, რომ კოფეინს, ალკოჰოლს და გაზიან სასმელებს შარდმდენი ეფექტი აქვს.
შარდის ბუშტის მუშაობის კონტროლს მცირე მენჯის კუნთების გასამაგრებლად განკუთვნილი ვარჯიშები გაგიადვილებთ.
მდგომარეობის მოწესრიგებამდე გამოიყენეთ უროლოგიური საფენები.

გამოკვლევები მოწმობს, რომ ქალების 37% შარდის შეუკავებლობის პრობლემას ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ შეეჯახა. ადამიანისთვის დამახასიათებელია ფანტაზიორობა. ინფორმაციის დეფიციტი გვაიძულებს, ვარაუდებს დავეყრდნოთ. ვარაუდების საფუძველზე იქმნება მითები და აი, შედეგიც - ერთმანეთში ვურევთ რეალობასა და გამონაგონს.

მითი 1
შარდის შეუკავებლობა ხანდაზმულთა პრობლემაა. სინამდვილეში შეუკავებლობას შეიძლება ნებისმიერ ასაკში შევხვდეთ. ხშირად ის თან სდევს ორსულობას და ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას. შარდის შეუკავებლობას ასევე იწვევს სტრესი, ინფექციური დაავადებები, მენოპაუზა, დიურეტიკების უკონტროლო მიღება.

მითი 2
შარდის შეუკავებლობა იშვიათია. სინამდვილეში შარდის ბუშტის მუშაობის დარღვევა ძალიან გავრცელებული პრობლემაა. გამოკვლევების შედეგებით, 35 წელს გადაცილებული ქალების 39% შარდის შეუკავებლობას უჩივის.

მითი 3
შარდის შეუკავებლობის დროს ქალს უწევს გამოსაცვლელი თეთრეულის ტარება, დეზოდორანტის მუდმივი ხმარება და მსუბუქ ტანსაცმელზე უარის თქმა. სინამდვილეში არსებობს უროლოგიური საფენები, რომელთა დანიშნულება შარდის შეწოვაა. ისინი ისეთივე თხელია, როგორიც ჩვეულებრივი ჰიგიენური საფენები, მაგრამ გაცილებით მეტ სითხეს იწოვს, ახშობს უსიამოვნო სუნს და სისუფთავის შეგრძნებას და თავდაჯერებას გმატებთ. ქალები უნიკალურები, განუმეორებლები, განსხვავებულები არიან, მაგრამ ადვილად პოულობენ საერთო ენას და ნებისმიერ სიტუციაში შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს, მაგრამ არსებობს ისეთი თემებიც, რომელთა შესახებ მათ საუბარი უჭირთ. საიდუმლო არ არის, რომ შარდის შეუკავებლობა ბევრ ქალს აწუხებს, მაგრამ ამაზე იშვიათად ლაპარაკობენ, ურჩევნიათ, თავისთვის დაიტოვონ ეს უსიამოვნო საიდუმლო. არადა ქალური სოლიდარობა სწორედ ის არის, ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, აპოვნინონ პასუხები კითხვებზე: “ვის მივმართოთ დახმარებისთვის?”; “როგორ ავირჩიოთ დაცვის საშუალებები?”

როგორ მოვიქცეთ
რა პრობლემასაც უნდა შეეჯახოთ, უპირველეს ყოვლისა, შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა. ექიმთან ვიზიტი შიშს გაგიქარწყლებთ, ხოლო სპეციალური ვარჯიშების რეგულარული შესრულება მცირე მენჯის კუნთების გამაგრებაში დაგეხმარებათ. ასეთი კომპლექსების მოძიება ინტერნეტშიც შეიძლება. მნიშვნელოვანია ვარჯიშების თანმიმდევრული, რეგულარული შესრულება, ამიტომ განეწყვეთ ხანგრძლივი მუშაობისთვის. იმედს ნუ დაკარგავთ, თუ ცვლილებას ვარჯიშის პირველივე კვირას ვერ იგრძნობთ - ჩვეულებრივ, 3-6 თვეა საჭიროა სასურველი შედეგის მისაღებად და განსამტკიცებლად. მოინდომეთ და ყველაფერი გამოგივათ!



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 57 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: უროლოგიური საფენები, sapenebi, urologiuri safeni, safenebi, შარდის შეუკავებლობა, sapeni, safeni, shardis sheukavebloba, უროლოგიური საფენი, urologiuri safenebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: