ლარი დოლართან თითქმის სამი თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – ხუთით / lari dolartan titqmis sami tetrit gaufasurda, kholo evrostan - khutit
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15 ნოემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0292 პუნქტით გაუფასურდა და შესაბამისად, დოლარი 2.6830 ლარი ეღირება. ლარის კურსი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა და ევროს ღირებულება 0.0533 პუნქტით მეტი, 3.1437 ლარი იქნება.