1:01 AM
როგორ გადააჩვიეს ორსულები მოწევას ბრიტანეთში / rogor gadaachvies orsulebi motsevas britanetshi
www.auf.ge -
ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემის უნივერსიტეტთან არსებული კლინიკის ექიმებმა ასე გადააჩვიეს მწეველი ორსულები მავნე ჩვევას. მათ მობეზრდათ თავიანთ პაციენტებთან თამბაქოს მავნებლობაზე უშედეგო საუბარი. 400 მოხალისეს ექიმებმა შარდის ანალიზი ჩაუტარეს, თვალნათლივ დაუსაბუთეს, რაოდენ ფესვგადგმულია მათში ეს დამღუპველი ჩვევა.
ექიმებს ზებუნებრივი არაფერი ჩაუდენიათ - შარდში რამდენიმე წვეთი სპეციალური რეაგენტის ჩაწვეთებისას მწველების შარდი ვარდისფერ შეფერილობას იღებდა, რაც უფრო დიდი ხნის მწეველი იყო ქალი, მით უფრო ინტენსიურად იცვლიდა შარდი ფერს.

კაცმა არ იცის, რამ მოახდინა მომავალ დედებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება - შარდის ახალმა ფერმა თუ იმ ფაქტმა, რომ მათ საიდუმლოს ფარდა აეხადა, მაგრამ ამის შემდეგ თითქმის ყველა ორსულმა მიატოვა თამბაქოს მოწევა.

თინათინ გოცაძე


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 933 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: sigareti, moweva, motsevis tavis danebeba, motseva, ორსული, მოწევისგან თავის დანებება, mowevis danebeba, ბრიტანეთი, სიგარეტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]