გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ნოემბერი » 16 » რა უნდა ვიცოდეთ საშვილოსნოს მიომის შესახებ / ra unda vicodet sashvilosnos miomis shesakheb
10:29 AM
რა უნდა ვიცოდეთ საშვილოსნოს მიომის შესახებ / ra unda vicodet sashvilosnos miomis shesakheb






რამდენიმე მითი საშვილოსნოს მიომის შესახებ
მითი 1. საშვილოსნოს მიომა შეიძლება გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნედ!
ფაქტი: მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, ამასთან, ერთადერთი სიმსივნე, რომელმაც შესაძლოა უკუგანვითარებაც კი განიცადოს. ხშირად მენოპაუზის შემდეგ ის ზომებში საგრძნობლად იკლებს, ზოგჯერ სრულ გაქრობამდეც კი!

მითი 2. მიომა მხოლოდ ახალგაზრდა ქალბატონებში გვხვდება და კლიმაქსის შემდეგ თავისთავად ქრება!
ფაქტი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშვილოსნოს მიომა 35-დან 50 წლამდე ასაკის ქალბატონთა 50 %-ს აღენიშნება. ეს პათოლოგია გვხვდება როგორც ახალგაზრდებში, ასევე იმ ქალბატონებში, რომლებსაც მენოპაუზა აქვთ. ყველაზე ხშირად მიომა 35 წელს გადაცილებული ქალბატონების
პრობლემაა. მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ მიომა შესაძლოა "გახმეს", თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება!

მითი 3. მიომა შესაძლოა თავისთავად გაიწოვოს, ამიტომაც არ სჭირდება მკურნალობა!
ფაქტი: ბევრს მიაჩნია, რომ მიომა თავისთავად გაქრება, რადგანაც კლიმაქსის პერიოდში ხშირად აღინიშნება მისი უკუგანვითარება და შესაბამისად, ზომებში საგრძნობლად შემცირება. გახსოვდეთ, უმოქმედობა იმის იმედად, რომ მიომა თავისთავად განიკურნება, მეტად სარისკოა ჯანმრთელობისთვის. მიომას ყველა შემთხვევაში მკურნალობა სჭირდება! თანაც, რაც უფრო ადრე დაიწყება მისი მკურნალობა, მით უკეთესი. თუ მიომა მცირე ზომისაა და პრაქტიკულად არ აწუხებს ქალს, ექიმმა შესაძლოა მხოლოდ ჰორმონული პრეპარატები დანიშნოს საკვერცხეთა ფუნქციის ნორმალიზებისათვის.

თინათინ გოცაძე

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1193 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მედიცინა, გინეკოლოგია, sashvilosno, მკურნალობა, medicina, მიომა, mkurnaloba, mioma, ginekologia, საშვილოსნო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ინნა  
0 Spam
ადენომის შემთხვევაში როგორაა საქმე? რა უნდა გაკეთდეს სამკურნალოდ?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...