11:49 AM შეიძლება თუ არა სიგარეტზე უარის თქმა / sheidzleba tu ara sigaretze uaris tqma | ||||||||||||
მოწევაზე უარის თქმის უამრავი საშუალება არსებობს. სხვა საქმეა, თანაბრად მისაღებია თუ არა ისინი ყველასთვის. ჯადოსნურ სიტყვას ეძებენ ჰიპნოზიორები და ფსიქოთერაპევტები, 25-ე კადრის თეორიის მომხრეები და თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიების იდეოლოგები... ისინი ცდილობენ, ამა თუ იმ ფორმით შთააგონონ ადამიანს, რომ მას მოწევა არ სურს, რომ შესანიშნავად შეუძლია, იცხოვროს სიგარეტის გარეშე, რომ თამბაქოს სუნიც კი ეზიზღება. mkurnali.geფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სახეობაა წიგნები, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია ალენ კარის ”სიგარეტის გადაგდების იოლი გზა”. ამ წიგნის საოცარი პოპულარობის მიზეზი გაუგებარია, მის ავტორს ამერიკა არ აღმოუჩენია. უბრალოდ, კარმა, გამოუსწორებელმა მწეველმა, რომელმაც რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეძლო მოწევისთვის თავის დანებება, ეს ყველაფერი მწეველთათვის გასაგებ ენაზე აღწერა. ადამიანებს, რომელთაც აქვთ თვითშთაგონების უნარი, ეს წიგნი მართლაც დაეხმარა, თუმცა თვით ბესტსელერის ავტორი 2006 წლის დეკემბერში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ვის არ ვურჩევთ ამ მეთოდის გამოყენებას: მათ, ვინც შთაგონებას არ ექვემდებარება. ისინი უბრალოდ ვერ შევლენ იმ მდგომარეობაში, რომელიც ექიმს სჭირდება. მაშინაც კი, როცა ადამიანი ადვილად ემორჩილება ჰიპნოზს, ამ მეთოდმა შესაძლოა არ გაჭრას. ასეთ ადამიანებს ქვეცნობიერ დონეზე არ სურთ, შეცდომაში შეიყვანონ, მოატყუონ, განწყობა შეუქმნან. ჰიპნოზიორმა (წიგნის წაკითხვაც ჰიპნოზის თავისებური ნაირსახეობაა) რომც შეძლოს ჰიპნოზურ ტრანსში მათი შეყვანა, ძალადობის გზით მიღებულ ინფორმაციას ისინი არ აღიქვამენ. მოვალეობის შემსრულებელი როგორც ცნობილია, სიგარეტის, სიგარის, ჩიბუხის მოწევის მთავარი მიზანი სისხლში ნიკოტინის მორიგი დოზის შეყვანაა. მედიკოსებმა, რომლებიც ნაკლები ბოროტების იდეით ხელმძღვანელობდნენ, ნიკოტინით ჩანაცვლებითი თერაპია შეიმუშავეს. მისი პრინციპი მარტივია: რატომ უნდა შევიყვანოთ ორგანიზმში 4000 აქტიური და მავნე ქიმიური ნივთიერება, როცა შეიძლება, ის ნიკოტინის მცირე დოზებით ვკვებოთ? მისი მიღება შეიძლება საღეჭი რეზინის, კანის პლასტირის ან ინჰალატორის საშუალებით. მთავარი ის არის, რომ ადამიანს აღარ სჭირდება სიგარეტის მოწევა, რათა სისხლში ნიკოტინის დონე შეინარჩუნოს. იდეა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ბევრი ნაკლი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ძნელია, ვაკონტროლოთ სისხლში შემავალი ნიკოტინის ოდენობა, ასე რომ, შესაძლოა, ერთი შეხედვით უწყინარმა საღეჭმა რეზინმა ყოფილ მწეველს ზიანი მიაყენოს - ნიკოტინის კონცენტრაცია მის სისხლში უფრო მაღალი აღმოჩნდეს, ვიდრე მოწევის დროს იყო. მეორე ნაკლი: ადამიანი ვერ თავისუფლდება სიგარეტზე დამოკიდებულებისგან, უბრალოდ, მას ნიკოტინის მიღების ერთი საშუალებიდან მეორეზე ”გადასვამენ”, მომავალში კი საჭირო გახდება ნიკოტინისგან გადაჩვევა, რასაც თვეები, წლები დასჭირდება. მართალია, საღეჭი რეზინი უფრო უვნებელია, ვიდრე კვამლი, მაგრამ დამოკიდებულების არსი უცვლელი რჩება და მწეველს ხელს არაფერი უშლის, ნებისმიერ წუთს დაუბრუნდეს სიგარეტს. ეს მეთოდი გამოსადეგია მათთვის, ვინც ნიკოტინზე ფიზიკურ დამოკიდებულებას განიცდის, ვისაც სიგარეტის გარეშე ტანჯავს ხველა, კუნთოვანი და ვეგეტატიური დისკომფორტი, უძილობა, შფოთვა, გაღიზიანება (გაითვალისწინეთ: ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა საშუალებებთან კომპლექსში სპეციალური სქემის მიხედვით). ვის არ ვურჩევთ ამ მეთოდის გამოყენებას: ადამიანს, ვისაც აშკარა ფსიქოლოგიური დამოკიდებულება აქვს მოწევის რიტუალურ მხარეზე. რითია დაკავებული ხელები არსებობს თეორია, რომელიც ხსნის, რატომ არ მოქმედებს ზოგიერთ მწეველზე ზემოთ აღწერილი არც ერთი მეთოდი. ცნობილია, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სამყაროს. აღქმის ხასიათის მიხედვით, მათ ყოფენ ვიზუალებად, აუდიალებად და კინესთეტიკებად. პირველნი სამყაროს ”ხედავენ”, მეორეთ ”ესმით”, მესამენი კი ”შეიგრძნობენ”. კინესთეტიკებისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობის ტაქტილური კომპონენტი - ხელით შეხება. გაუნძრევლად ჯდომა მათთვის ტანჯვაა. იძულებითი უმოძრაობისას ტაქტილურ შეგრძნებათა დეფიციტს ისინი სიგარეტით ინაზღაურებენ. მოწევა კინესთეტიკებისთვის ნამდვილი სამოთხეა: სანთებელას ცივი ლითონი, სიგარეტის კოლოფის თბილი მუყაო, თითებში მოშარიშურე სიგარეტი... მათთვის აუცილებელია, სიგარეტის ნაცვლად მივაწოდოთ რაიმე ფასეული ანტურაჟისა და აღქმის თვალსაზრისით, რათა კინესთეტიკური შიმშილი დაიკმაყოფილონ. მაგალითად, მობილური ტელეფონის გაჩენამ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მკვეთრად შეამცირა მწეველი მოზარდების რიცხვი. ნანა კალანდაძე მიმაგრება: სურათი 1
|
|