1:00 PM ბილაინი საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის 30 ათასით დაჯარიმდა / bilaini saertashoriso zaris adgilobriv zarad gardaqmnistvis | ||||||||||||
როგორც კომისიაში აღნიშნავენ, შპს მობიტელის სატელეფონო ნომრებიდან საერთაშორისო ზარები ადგილობრივად გარდაიქმნებოდა და ზარები სრულდებოდა მხოლოდ ბილაინის ქსელში. "შპს მობიტელის მიერ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებებიდან უმეტესობა გაფორმებული იყო სათანადო წესის დარღვევით, ხოლო ნაწილ სააბონენტო ნომრებზე კომპანიამ ხელშეკრულებები ვერ წარმოადგინა", - დასძენენ კომისიაში. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის გადაცემული ნომრები, ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის გამოიყენება ხოლმე. On.ge დაუკავშირდა ბილაინს და მათგან ამ საკითხზე კომენტარს ელოდება. მიმაგრება: სურათი 1
|
|