გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ნოემბერი » 20 » ომბუდსმენი: ენერგეტიკული სასმელი ბუღას რეკლამები სექსისტურია / ombudsmeni: energetikuli sasmeli bughas reklamebi seqsisturia
1:04 PM
ომბუდსმენი: ენერგეტიკული სასმელი ბუღას რეკლამები სექსისტურია / ombudsmeni: energetikuli sasmeli bughas reklamebi seqsisturia






სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სასმელი ბუღას შეფუთვა შეურაცხმყოფელია ქალებისთვის და ხელს უწყობს ქალთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას, რამდენადაც სასმელის შეფუთვა და სოციალურ ქსელში კომპანიის მიერ წარმოებული კამპანია ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ როლს.

სახალხო დამცველმა წყალი მარგებელის ენერგეტიკული სასმელის ბუღას სექსისტური შინაარსის შეფუთვასა და სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა.

ენერგეტიკული სასმელი ბუღას შეფუთვაზე გაკეთებულია ილუსტრაცია და წარწერა "არ არის გოგონებისათვის".

სახალხო დამცველი ამბობს, რომ სასმელის პოპულარიზაციის მიზნით, სოციალურ ქსელში წარმოებული კამპანიის მიზანია ხაზი გაუსვას, რომ ბუღა არის "ნამდვილი მამაკაცებისათვის".

სოციალურ ქსელში ასევე ხელმისაწვდომია რეკლამა, რომლის თანახმად, სასმელი ძროხა განკუთვნილია "მხოლოდ ნაშებისთვის".

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სექსისტური გამონათქვამების ან/და ფოტო/ილუსტრაციის შემცველი რეკლამა ხელს უწყობს ერთ-ერთი სქესის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გაღრმავებას, წარმოადგენს დისკრიმინაციის ხელშემწყობ საშუალებას და ამართლებს ასეთ პრაქტიკას.

სახალხო დამცველმა კომპანია წყალ მარგებელს მოუწოდა, რომ მოახდინოს ენერგეტიკული სასმელი ბუღას რებრენდინგი იმგვარად, რომ არ უწყობდეს ხელს ქალების ან სხვა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციას, პატივი სცეს მომხმარებელთა უფლებებს და საქმიანობის პროცესში დაიცვას თანასწორობის პრინციპი.

ქართული ენერგეტიკული სასმელი ბუღა საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან იყიდება.

კომპანიის PR სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორია ჟიჟკო ამბობს, რომ "ნამდვილ მამაკაცებში" იგულისხმებიან ისინი, ვინც თავს ნამდვილ მამაკაცად მიიჩნევს.

"[ბუღა] იმიტომ, რომ ქართული სიტყვაა. კონცეფცია ბრენდის არის, რომ არის ქართული, საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი... [სლოგანი] ჩვენ არ გვეჩვენება სექსისტურად", - ამბობს PR სამსახურის ხელმძღვანელი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 48 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეკლამები, რეკლამა, დისკრიმინაცია, sakhalkho damcveli, diskriminacia, სექსიზმი, ბუღა, ენერგეტიკული სასმელი, energetikuli sasmeli bugha, სახალხო დამცველი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: