1:23 PM
ეიბისი ნიუსი - აშშ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო Javelin-ებს გადასცემს / ABC News - ashsh ukrainas tanksatsinaaghmdego javelinebs gadascems
www.auf.ge -
აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლები დონალდ ტრამპს წარუდგენენ გეგმას, რომელიც უკრაინისთვის 47 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მაღალტექნოლოგიურ შეიარაღების გადაცემას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, გეგმა ითვალისწინებს უკრაინისთვის Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემასაც.

Javelin-ის თითო გამშვები სისტემა 126 ათასი დოლარი ღირს, ხოლო რაკეტა – 78 ათასი დოლარი.

ABC News-სთან საუბარში აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, საბჭომ უკვე დაამტკიცა პრეზიდენტისთვის წარსადგენი დოკუმენტი.

უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა როგორც კონგრესმა, ასვე, პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცონ.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 957 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Ukraina, უკრაინის ჯარი, sheiaragheba, რუსეთი, USA, ukrainis jari, უკრაინა, შეიარაღება, ruseti, აშშ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]