გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ნოემბერი » 20 » რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დაფინანსებას წყვეტს / ruseti doneckisa da luganskis "sakhalkho respublikebis" dafinan
1:28 PM
რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დაფინანსებას წყვეტს / ruseti doneckisa da luganskis "sakhalkho respublikebis" dafinan






რუსეთის ფინანსთა სამინისტროს დაევალა შეწყვიტოს დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დაფინანსება და მათთვის განკუთვნილი თანხები მთლიანად ყირიმსა და კალინინგრადს მოხმარდეს. ამის შესახებ რუსული სააგენტო РБК წერს. როგორც გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რუსეთი „ცალკეული ტერიტორიების ჰუმანიტარულ დახმარებას“ წყვეტს. თუმცა, როგორც სააგენტოს წყარომ გაარკვია, ამ „ცალკეულ ტერიტორიებში“ სწორედ უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე „სახალხო რესპუბლიკები“ იგულისხმება.

დოკუმენტის თანახმად რუსეთის მთავრობამ ყირიმს 2018-2020 წლებში 85 მილიარდი რუბლი (1 479 651 100 აშშ დოლარი) უნდა გამოუყოს. აქედან 61,6 მილიარდი რუბლი (1 072 311 856 აშშ დოლარი) უნდა გამოუყოს 2019 წელს.

როგორც РБК წერს, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 805 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: dafinanseba, რუსეთი, ყირიმი, Lugansk, დონეცკი, უკრაინა, ლუგანსკი, დაფინანსება, doneck, დონბასი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...