გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ნოემბერი » 20 » პროკურატურა: სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო / prokuratura: sasamartlom kachaghobisa da qurdobistvis brald
1:34 PM
პროკურატურა: სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო / prokuratura: sasamartlom kachaghobisa da qurdobistvis brald






მთავარი პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.შ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში ძარცვისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.შ. 2016 წლის 3 ნოემბერს, ღამის საათებში, თბილისში, დიდ დიღომში, დანით შეიარაღებული თავს დაესხა მ.ქ.-ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა საფულე, ხოლო 2016 წლის 4 ნოემბერს, პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ტანისამოსს.

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა გ.შ. 2016 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა.

სასამართლომ გ.შ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, – აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 807 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: დამნაშავე, თბილისის სამოქალაქო სამინისტრო, მტკიცებულება, პროკურატურა, კოდექსი, თავისუფლების აღკვეთა, prouratura, ბრალდება, სასამართლო, დანაშაული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...