გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ნოემბერი » 20 » მსოფლიოს უიშვიათესი ოპერაცია - ექიმებმა თავით გადაბმული ტყუპები დააშორეს / msoflios uishviatesi operacia - eqimebma tavit gadabmuli tyupebi
7:15 PM
მსოფლიოს უიშვიათესი ოპერაცია - ექიმებმა თავით გადაბმული ტყუპები დააშორეს / msoflios uishviatesi operacia - eqimebma tavit gadabmuli tyupebi






10 თვის გოგონები, ჩრდილოეთ კაროლინადან, უიშვიათეს მდგომარეობაში დაიბადნენ - ისინი ერთმანეთთან თავით არიან შეერთებულნი. რამდენიმე თვიანი დაგეგმვის და მომზადების შემდეგ, ტყუპებს წინა კვირას 11 საათიანი ოპერაცია, ფილადელფიის ბავშვთა კლინიკაში ჩაუტარდათ.

“ტყუპების ერთმანეთისგან დაშორება ძალიან კომპლექსური ოპერაციაა, რომელსაც ხანგრძლივი და რთული სარეაბილიტაციო მკურნალობა მოჰყვება, მაგრამ ჩვენ დადებითი შედეგის იმედი გვაქვს“, განაცხადა პლასტიკურმა ქირურგმა ჯესი ტეილორმა, რომელმაც ოპერაცია ნეიროქირურგ გრეგორი ჰოიერთან ერთად ჩაატარა.

მდგომარეობის სიმძიმე იმაზეა დამოკიდებული, თუ სხეულის რა ნაწილით არიან ტყუპები გადაბმულები. ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, თავით გადაბმული ტყუპების გადარჩენის შანსი ყველაზე ნაკლებია.

ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ცნობით, კლინიკაში ბოლო 60 წლის განმავლობაში ერთმანეთთან გადაბმული 22 სხვა ტყუპი დააშორეს, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ ყოფილა თავით დაკავშირებული.

კლინიკის განცხადებით, ტყუპებს სავარაუდოდ დამატებითი ოპერაციები დასჭირდებათ, მათი სახლში გაგზავნა კი წლის ბოლოს იგეგმება.

წყარო: Washington Post

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1081 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: tyupebi, მედიცინა, ტყუპები, tkupebi, ოპერაცია, OPERACIA, medicina | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...