0:04 AM
გაიცანით დისნეის ახალი პრინცესა, მულანის როლს ლუ იუფეი შეასრულებს / gaicanit disneis akhali princesa, mulanis rols lu iufei sheasrulebs
www.auf.ge -
დისნეიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი პრინცესა ჰყავს. 1998 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის ახალ ვერსიაში, მულანის როლს ჩინელი მსახიობი ლუ იუფეი შეასრულებს.

პროდიუსერებმა და რეჟისორმა ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კასტინგი ჩაატარა, საბოლოო ჯამში კი იუფეი ათასზე მეტ გოგოს შორის ამოირჩა.

30 წლის ლუ შოუ-ბიზნესში პირველად 2002 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად ითვლება. გარდა მსახიობობისა ის მღერის და სამოდელო საქმიანობითაც არის დაკავებული.

მულანი დისნეის 1998 წელს გამოშვებული ანიმაციური ფილმია, რომელმაც კომპანიას $300 მილიონზე მეტი მოგება მოუტანა.

ანიმაციური ფილმი ეფუძნება ჰუა მულანის ჩინურ ლეგენდას, რომელიც ხალხური პოემის გმირი იყო.

ფილმის პრეიერა 2019 წლის ზამთარშია დაგეგმილი.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 946 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ჰოლივუდი, holivudi, mulani, პრინცესა, Princesa, Disney, ჩინეთი, დისნეი, კინო, მულანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]