8:24 AM გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინისა და მოლდოვას პრემიერმინისტრებს კახეთში უმასპინძლა / giorgi kvirikashvilma ukrainisa da moldovas premierministr | |||||||||||||||
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრემიერმინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერმინისტრს პაველ ფილიპს და აზიის განვითარების ბანკის(ADB) ვიცეპრეზიდენტ ვენჩაი ჟანგს კახეთში უმასპინძლა. ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, დელეგაციის წევრებმა წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ვენახები და ღვინის საწარმო დაათვალიერეს. პრემიერმინისტრი სტუმრებს საქართველოში მეღვინეობის ტრადიციებზე ესაუბრა და ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.
| გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.მიმაგრება: სურათი 1
|
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
Загрузка...
|