6:23 AM ჯეი ზი აღიარებს, რომ ბიონსეს უღალატა და ამბობს, რომ მათი თერაპია საკუთარი მუსიკა იყო / jay z ambobs, rom beyonce -s ughalata da ambobs, rom | ||||||||||||
ბიონსემაც და ჯეი-ზიმაც საკუთარ ბოლო და გულწრფელ ალბომებში, Lemonade და 4:44, ამ თემაზე მინიშნებები გააკეთეს. კითხვაზე, თუ როგორ აუხსნეს ერთმანეთს, რომ ალბომებს საკუთარ გამოცდილებებს უძღვნიდნენ, რეპერმა თქვა, რომ ისინი ერთმანეთს არ უთანხმებდნენ, რომ ერთმანეთზე ალბომებს გამოუშვებდნენ, უბრალოდ ერთად მუშაობდნენ: "ეს ასე არ ყოფილა. ჩვენ საკუთარი ხელოვნება თერაპიულ სესიებად გამოვიყენეთ. დავიწყეთ მუსიკის ერთად წერა. ამ დროის განმავლობაში და ალბომის წერის პროცესში, მე მასთან ვიყავი". ჯეი-ზის თქმით, როდესაც ერთმანეთის ბოლო ალბომებზე აზრს ეკითხებოდნენ, ისიც და ბიონსეც თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ. "ჩვენ არაკომფორტულად ვგრძნობდით თავს, ბევრი ვისაუბრეთ. თუმცა მისი შექმნილი მუსიკით ვამაყობდი და მასაც მოსწონდა ის, რასაც მე ვწერდი. დღის ბოლოს კი ერთმანეთის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება და პატივისცემა გვქონდა ერთმანეთის ხელოვნების მიმართ". ჯეი-ზიმ ისიც თქვა, რომ მათ შეეძლოთ, განქორწინებაზე შეეტანათ საბუთები, თუმცა როცა საკუთარ თავებს ჩაუღრმავდნენ, ამის გადალახვა არჩიეს. "ყველაზე რთული ისაა, რომ ხედავ შენს გამოწვეულ ტკივილს სხვის სახეზე და ამის შემდეგ საკუთარ თავთან შეგუება გიწევს. შენ უნდა გადარჩე. და როდესაც გადარჩენის ტალღას რთავ, ამ დროს ყველა ემოცია ქრება. როცა ადამიანებს არ სურთ, საკუთარ თავში ჩაღრმავება, ისინი ერთმანეთს ამ დროს ტოვებენ". მიმაგრება: სურათი 1
|
|