გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 2 » როგორ გვიყვარდება? - გონება თუ გული / rogor gvikvardeba? - goneba tu guli
10:04 AM
როგორ გვიყვარდება? - გონება თუ გული / rogor gvikvardeba? - goneba tu guli






სიყვარული ჯერ კიდევ ბურუსით მოცული და აქტუალური თემაა. რატომ უყვარდებათ ადამიანები, ან რა იწვევს ამ პროცესს, ზუსტად მაინც არავინ იცის. ზოგიერთი კვლევის შედეგად დადგინდა რომ საკმაოდ დიდი როლი სხეულის ენას ენიჭება (55%). ტვინი გაუცნობიერებლად აღიქვამს ობიექტის ქმედებებს და გარკვეულ სიგნალებს იძლევა, რაც შემდგომ შეყვარებას, ან არ შეყვარებას განაპირობებს.

მეორე ადგილზე ხმის ტონი და მისი ცვლილებაა (38%). ის შეყვარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. სიტყვების მნიშვნელობამ კი მხოლოდ 7% დაიკავა.

სიყვარული ტვინის ინტელექტუალურ სფეროებში აღწევს და ზუსტად ისეთ ეიფორიულ შეგრძნებას იწვევს, რასაც კოკაინის მოხმარების დროს განიცდიან. ეს ეიფორია გამოწვეულია ისეთი ქიმიკატების მეშვეობით, როგორებიცაა: ვასოპრესია, ადრენალინი, ოქსიტოცინი და დოპამინი. ეს ჰორმონები ტვინის 12 ნაწილში ერთდროულად გამოიყოფა.

სიყვარული ტვინის ინტელექტუალურ სფეროებში აღწევს და ზუსტად ისეთ ეიფორიულ შეგრძნებას იწვევს, რასაც კოკაინის მოხმარების დროს განიცდიან. ეს ეიფორია გამოწვეულია ისეთი ქიმიკატების მეშვეობით, როგორებიცაა: ვასოპრესია, ადრენალინი, ოქსიტოცინი და დოპამინი. ეს ჰორმონები ტვინის 12 ნაწილში ერთდროულად გამოიყოფა.

კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ შეყვარება წამის მეხუთედშიც შეიძლება. საბოლოოდ, რას უკავშირდება სიყვარული? გულს თუ ტვინს?

ეს არც ისე მარტივი შეკითხვაა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ სიყვარული ტვინთანაა დაკავშირებული, მაგრამ გული კომპლექსურ პროცესებში მონაწილეობს ტვინთან ერთად. მაგალითად, ტვინის ზოგიერთი ნაწილის გააქტიურებამ შეიძლება გული სტიმულაცია გამოიწვიოს, მუცელში კი - პეპლები. ეს სიმპტომები ზოგჯერ თითქოს გულიდან მოდის, თუმცა, რეალურად, ტვინის იმპულსების შედეგია.

აგრეთვე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შეყვარებული წყვილების სისხლში იმატებს ნერვული ზრდის ფაქტორი. ის მოლეკულაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანურ ურთიერთობებში და მათ შორის ,,ერთი ნახვით შეყვარების’’ დროსაც. მკვლევარები ამბობენ, რომ სიყვარულს სამეცნიერო საფუძველი აქვს.

როდესაც სიყვარულში პრობლემებია, ან მთავრდება, ეს დიდი ემოციური სტრესის და დეპრესიის წყაროა. განსაკუთრებით, ერთ-ერთი პარტნიორისთვის. მეცნიერებმა დაადგინეს ფაქტები, რომლებსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ვიცით, რომ არსებობს სხვადასხვა სახის სიყვარული. როგორც ჩანს, ტვინის სხვადასხვა ნაწილები სხვადასხვა სახის გრძნობებს იწვევენ, მაგალითად: დედის და შვილის სიყვარული. უპირობო სიყვარულის დროს ტვინის შუა უბანი აქტიურდება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 951 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მედიცინა, siyvaruli, გოგონა, sikvaruli, medicina, სიყვარული, shekvareba, ბიჭი, შეყვარება, sheyvareba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...