3:37 AM
სამსუნგი აკუმულატორების დამუხტვის დროს ხუთჯერ შეამცირებს / samsung akumulatorebiis damukhtvis dros khutjer sheamcirebs
www.auf.ge -
„სამსუნგის“ მოწინავე ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტმა ე.წ. გრაფენული ბურთების ტექნოლოგია დააპატენტა, რომელმაც 45%-ით უნდა გაზარდოს თანამედროვე აკუმულატორების მოცულობა და ხუთჯერ შეამციროს მათი დამუხტვის დრო. ამ ტექნოლოგიის შესახებ ჟურნალი Nature წერს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტექნოლოგიაზე „სამსუნგრმა“ პატენტი აშშ-სა და სამხრეთ კორეაში მოიპოვა. მის საშუალებით, თანამედროვე სმარტფონის დამუხტვა ერთი საათის ნაცვლად 12 წუთში უნდა იყოს შესაძლებელი. ამასთან, ამ ტექნოლოგიებით დამზადებული აკუმულატორების გამოყენება 60 გრადუსიან ტემპერატურაზეც შესაძლებელია, ანუ, მისი გამოყენება შეიძლება ელექტრომობილებშიც.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 905 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: აკუმულატორი, ბატარეა, სამსუნგი, ტელეფონი, samsung mobile, Samsung, დატენვა, samsung battery, akumulatori, mobiluri telefoni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]