51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მასწავლებლებს ხვდება / 51-e sajaro skolis direqtori mastsavleblebs khvdeba
51-ე საჯარო სკოლაში, რომლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად დაიღუპა, დირექტორი და პედაგოგები არიან შეკრებილები. ისინი მედიასთან არ აკონკრეტებენ, რატომ მივიდნენ დღეს სკოლაში. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს.
როგორც 51-ე სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა განაცხადა, მას დაურეკეს და სკოლაში მისვლა სთხოვეს.
„ამ ბავშვებს მე არ ვასწავლიდი, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, რომ დირექტორს უნდა შევხვედროდი”,- განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.