გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 3 » სიმღერით მოყოლილი ჯაყოს ხიზნები, რომელიც გამოცდის ჩასაბარებლად არ გამოგადგებათ / simgherit mokolili jayos xiznebi , romelic gamocdi chasabar
4:03 AM
სიმღერით მოყოლილი ჯაყოს ხიზნები, რომელიც გამოცდის ჩასაბარებლად არ გამოგადგებათ / simgherit mokolili jayos xiznebi , romelic gamocdi chasabar






კომპანია ნებულას ფეისბუქის გვერდზე სახალისო ვიდეო გამოჩნდა. ვიდეოს აღწერაში კომპანია ადამიანებს ბიზნესდაჯილდოებაში ხმების მოსაგროვებლად დახმარებას სთხოვს, თუმცა ამისთვის ნებულამ არატრადიციული გზა აირჩია.

სიმღერაში მიხეილ ჯავახიშვილის რომანის, ჯაყოს ხიზნების შინაარსია გადმოცემული. ტექსტი ვირუსულია და მარტივად ასათვისებელი. მუსიკოსებმა შეძლეს და ერთი შეხედვით რთული რომანი, ურბანული ლექსიკონის დახმარებით, მარტივად ასათვისებელი გახადეს.

სიმღერის დაწერას წინ ფეისბუქ გამოკითხვა უძღოდა, რომელშიც ნებულას ადმინისტრატორებმა მოსწავლეებს ჰკითხეს, თუ რომელ ნაწარმოებს გადიოდნენ სკოლაში ან რეპეტიტორთან. გამოკითხვაში ჯაყოს ხიზნებმა გაიმარჯვა და ორ დღეში მუსიკალური მოკლე შინაარსიც გამოჩნდა.

ჯაყოს ხიზნების მუსიკალურ რიმეიქს კიდევ უფრო სახალისოს მისი მრავალფეროვნება ქმნის. სიმღერაში გამოყენებულია როგორც რეპის, ისე ელექტრონულო მუსიკის ელემენტები, რომელიც მთლიანობაში კარგად ისმინება.



„შ.პ.ს. ნებულასთან არსებული ვაჟთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი "მოკლე შინაარსი" წარმოგიდგენთ სიმღერას თქვენი ხვალინდელი საშინაო დავალების, "ჯაყოს ხიზნების" შესახებ.“ - წერს ნებულას ფეისბუქის გვერდი.

სიმღერა არაერთ საუნდბაიტს შეიცავს, რომელიც ხვალიდან შესაძლოა ისე აგეკვიატოთ, რომ გაუჩერებლად იღიღინოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ სკოლაში მისულმა ბავშვებმა, ჯაყოს ხიზნების შინაარსი სწორედ ამ ტექსტით მოახსენონ მასწავლებლებს.

სწორედ ამიტომ, ნებულას ფეისბუქ გვერდი აბიტურიენტებს, მოსალოდნელი საფრთხისგან თავის ასაცილებლად, აფრთხილებს:

„პ.ს. მხოლოდ ამ სიმღერის იმედად გამოცდაზე გასვლა რეკომენდებული არაა“.

კომპანია ნებულა საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ის საქართველოში ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც განათლების მიღება უფრო სახალისო, ინტერაქციული და საინტერესო გახადა. ბიზნეს დაჯილდოებაში გასამარჯვებლად ნებულასთვის ხმის მიცემა კი, Businessaward.ge-ზე შეგიძლიათ.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 32 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ჯაკოს ხიზნები, jayos xiznebi, სიმღერა, simgera, jakos khiznebi, jayos khiznebi, simghera, jakos xiznebi, ჯაყოს ხიზნები, ამღერებული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: