გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 3 » მარიხუანა და ალკოჰოლი - სამეცნიერო ფაქტები ორგანიზმზე მათი მოქმედების შესახებ / marikhuana da alkoholi - samecniero faqtebi organizmze mati
4:14 AM
მარიხუანა და ალკოჰოლი - სამეცნიერო ფაქტები ორგანიზმზე მათი მოქმედების შესახებ / marikhuana da alkoholi - samecniero faqtebi organizmze mati






რომელი არის უფრო მავნებელი, მარიხუანა თუ ალკოჰოლი?

რთული კითხვაა, მაგრამ თუ მეცნიერებას დავეყრდნობით, როგორც ჩანს, მკაფიო პასუხი არსებობს.

გაითვალისწინეთ, რომ მხედველობაში მისაღებია მრავალი ფაქტორი, მათ შორის, როგორ მოქმედებს ეს ნივთიერებები თქვენს გულზე, ტვინსა და ქცევაზე.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო, რადგან ზოგიერთი ეფექტი დაუყოვნებლივ არ გამოვლინდება; ზოგიერთები შედეგებს მოხმარებიდან თვეების ან წლების შემდეგ იმკიან.

შედარება ცოტა უსამართლოა ერთი მიზეზის გამო: მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ალკოჰოლის ეფექტებს უკვე ათწლეულებია იკვლევენ, მარიხუანის ეფექტები სრულყოფილად არ არის შესწავლილი, რადგან მას, უმეტეს ქვეყანაში, ჯერ კიდევ არალეგალური სტატუსი აქვს.

2014 წელს, აშშ-ში ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზებით 30 700 ადამიანი დაიღუპა. მარიხუანის მოხმარებით გამოწვეული დადასტურებელი სიკვდილიანობა ნულოვანია.

2014 წელს, აშშ-ში, ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზებით 30 722-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა — ამ რიცხვში არ შედის სმასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები და მკვლელობები. აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, თუკი მივათვლით ამ მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობასაც, ეს რიცხვი 90 ათასს მიუახლოვდება.

აშშ-ის ნარკოტიკების ზემოქმედების ადმინისტრაციის ცნობით, არ არსებობს ცნობა მარიხუანის გადაჭარბებული დოზით გამოწვეული გარდაცვალებების შესახებ. American Journal of Public Health-ში გამოქვეყნებული 16-წლიანი კვლევის მიხედვით, რომელშიც 65 ათასი ამერიკელი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ მარიხუანის ჯანმრთელი მომხმარებლები სულაც არ კვდებიან უფრო ადრე, ვიდრე ის ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც მარიხუანას არ მოიხმარენ.

როგორც ჩანს, მარიხუანა გაცილებით ნაკლებად იწვევს დამოკიდებულებას, ვიდრე ალკოჰოლი

მარიხუანა, სულ მცირე, ერთხელ აქვს გასინჯული ზრდასრულ ადამიანთა დაახლოებით ნახევარს, რის გამოც, ის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი არალეგალური ნარკოტიკია; კვლევების მიხედვით, მასზე დამოკიდებული ძალიან ცოტა ადამიანი ხდება.

1994 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში, აშშ-ის ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების ეროვნული ინსტიტუტის ეპიდემიოლოგებმა, 15-დან 64-წლამდე ასაკის 8 ათას ადამიანს მათ მიერ მოხმარებული ნარკოტიკების შესახებ ჰკითხეს.

გამოკითხულთა დაახლოებით 9%-ს, რომლებსაც მარიხუანა, სულ მცირე, ერთხელ მაინც ჰქონდათ გასინჯული, საბოლოოდ დამოკიდებულების დიაგნოზი დაესვა. ალკოჰოლისთვის ეს რაოდენობა 15% აღმოჩნდა. დამოკიდებულების მაჩვენებელი კოკაინის შემთხვევაში 17% იყო, ჰეროინის შემთხვევაში - 23%, ნიკოტინის კი - 32%.

მარიხუანა, შეიძლება, საზიანო იყოს თქვენი გულისთვის, მაგრამ ზომიერი სმა -სასარგებლო

ალკოჰოლისგან განსხვავებით, რომელიც თქვენს გულისცემას ანელებს, მარიხუანა მას აჩქარებს, რამაც შეიძლება გულზე მცირე ხნით უარყოფითად იმოქმედოს.

აშშ-ის მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის მიერ მარიხუანის შესახებ იანვარში გამოქვეყნებული ისტორიაში უდიდესი მოხსენების მიხედვით, მტკიცებულებები არასაკმარისია იმ მოსაზრების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რომ მარიხუანა შეიძლება იწვევდეს გულის შეტევათა ზოგადი ოდენობის ზრდას.

მეორეს მხრივ, ცოტა და ზომიერი სმა, მაგალითად, ერთი ჭიქა დღეში — დაკავშირებულია გულის შეტევის უფრო დაბალ რისკებთან მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ სვამს.

ალკოჰოლი ძლიერაა დაკავშირებული რამდენიმე ტიპის კიბოსთან, მარიხუანა — არა.

ცოტა ხნის წინ, ამერიკის მოწინავე ონკოლოგებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ხალხს სთხოვენ, დალიონ ნაკლები. ისინი იშველიებენ ძლიერ მტკიცებულებებს, რომლის მიხედვითაც, ალკოჰოლის მიღება — დღეში ერთი ჭიქა ღვინის ან ლუდისაც კი — ზრდის კლიმაქსამდელ და კლიმასისშემდგომი კიბოს განვითარების რისკებს.

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტს ალკოჰოლი შეტანილი აქვს კანცეროგენთა სიაში. აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ რაც უფრო მეტ ალკოჰოლს სვამთ, განსაკუთრებით კი თუ რეგულარულად სვამთ — კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით.

მარიხუანის შემთხვევაში, ზოგიერთი თავდაპირველი კვლევა მიუთითებდა ფილტვის კიბოსთან კავშირს, თუმცა ეს მოსაზრება შემდეგ უარყვეს. იანვარში გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, მარიხუანა დაკავშირებული არაა ფილტვის კიბოს რისკების ზრდასთან, არც თავისა და ყელის კიბოებთან, როგორც ეს თამბაქოს მოწევის შემთხვევაშია.

ორივე მათგანი შეიძლება დაკავშირებული იყოს რისკებთან ავტომანქანის მართვის დროს, მაგრამ ალკოჰოლი უარესია

როგორც აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა მიუთითებს, სხვა ფაქტორთა გამორიცხვისას, თქვენს სისხლში არსებული THC-ის (მარიხუანის მთავარი ფსიქოტროპული ინგრედიენტი) გამოვლენადი ოდენობა არ ზრდის ავტოავარიის რისკებს.

ამისგან განსხვავებით, როცა სისხლში ალკოჰოლის დონე სულ მცირე 0,05%-ია, ავარიის რისკი 575%-ით იზრდება.

თუმცა, როგორც ჩანს, გაცილებით უარესი შედეგები აქვს ორივე მათგანის კომბინაციას.

"ავტომობილის მართვა ალკოჰოლისა და მარიხუანას ერთობლივი ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, ავარიის გაცილებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე მხოლოდ რომელიმე მათგანის ზემოქმედების ქვეშ მართვისას“, — წერენ ავტორები 2009 წელს ჟურნალ American Journal of Addiction-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

ზოგი კვლევა ალკოჰოლს უკავშირებს ძალადობას, განსაკუთრებით ოჯახში. მარიხუანას შემთხვევაში, იგივე არ შეინიშნება

შეუძლებელია გადაჭრით იმის თქმა, იწვევს თუ არა ძალადობას ალკოჰოლის სმა ან მარიხუანას მოხმარება, მაგრამ რამდენიმე კვლევა მიუთითებს კავშირზე ალკოჰოლსა და ძალადობრივ ქცევას შორის.

აშშ-ის ალკოჰოლიზმისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ეროვნული საბჭოს ცნობით, ალკოჰოლი ძალადობრივი კრიმინალის 40%-ის ფაქტორია. მათი კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, მენტალური და ფიზიკური შეურაცხყოფის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო იმ დღეებში, როცა წყვილები ნასვამები იყვნენ.

ასეთი კავშირი ვერ გამოვლინდა მარიხუანასთან მიმართებაში. ახლახან ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიზანი იყო დაედგინა მარიხუანის მოხმარებასა და პარტნიორებს შორის ძალადობის კავშირი ქორწინებიდან პირველ ათ წელიწადში; აღმოჩნდა, რომ მარიხუანის მომხმარებლები გაცილებით ნაკლებად სჩადიოდნენ ძალადობას პარტნიორის მიმართ, ვიდრე ისინი, ვიც მას არ მოიხმარენ.

ორივე საშუალება უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე, მაგრამ განსხვავებული გზებით. ეს ეფექტები ძირითადად შეინიშნება ძლიერ, ხშირ მომხმარებლებში.

როგორც მარიხუანა, ისე ალკოჰოლი, დროებით აუარესებს მეხსიერებას. ალკოჰოლს შეუძლია ტვინს დააკარგვინოს მეხსიერების დამუშავების უნარი და გამოიწვიოს მეხსიერების დროებით დაკარგვა. ყველაზე სასტიკი, ხანგრძლივი დაზიანება შეინიშნება მძიმე, ქრონიკულ მომხმარებლებში, რომლებმაც მოხმარება ადრეულ ასაკში დაიწყეს.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეფექტებმა შეიძლება მარიხუანას მოხმარების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში გასტანოს. გარდა ამისა, ასევე შეიძლება იყოს კავშირი მარიხუანის ყოველდღიურ მოხმარებასა და ცუდ ვერბალურ მეხსიერებას შორის იმ ადამიანებში, რომლებმაც მოწევა ადრეულ ასაკში დაიწყეს.

ქრონიკულ მსმელებს აღენიშნებათ მეხსიერების, ყურადღებისა და კონცენტრაციის შესუსტება, გაუარესებული აქვთ ემოციური პროცესები და სოციალური შეცნობა — ამ ყველაფერმა შეიძლება სასმელზე უარის თქმიდან წლების განმავლობაში გასტანოს.

ორივე საშუალება დაკავშირებულია ფსიქიატრიულ დაავადებების რისკების ზრდასთან. მარიხუანის მომხმარებელთათვის, მთავარი საფრთხეა ფსიქოზი და შიზოფრენია; ალკოჰოლის — დეპრესია და მღელვარება.

მარიხუანის კვლევების უმსხვილესმა მიმოხილვამ, ამ მცენარის ხშირ მომხმარებლებს შორის შიზოფრენიის განვითარების მაღალი რისკის არსებითი მტკიცებულება იპოვა.

მარიხუანას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პარანოიისა და მტრობის დროებითი გრძნობები, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ეს სიმპტომები გრძელვადიანი ფსიქოზის რისკების ზრდასთან.

რაც შეეხება ალკოჰოლს, ხშირ მსმელებში საკმაოდ გავრცელებულია თვითდაზიანებისა და თვითმკვლელობის შემთხვევები. თუმცა მეცნიერებს საკმაოდ უჭირთ იმის დადგენა, დეპრესიასა და მღელვერებას ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება იწვევს თუ დეპრესიითა და მღელვარებით გატანჯული ხალხი ცდილობს ამ სიმპტომების შემსუბუქებას ალკოჰოლის სმით.

როგორც ჩანს, ალკოჰოლი დაკავშირებულია წონის მატებასთან, მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა მადას აძლიერებს

მარიხუანას მადაზე მოყავხართ, გგვრით სასტიკი შიმშილის გრძნობას, ამცირებს კუჭის სისავსის ბუნებრივ სიგნალებს და შეიძლება, საჭმელი გაცილებით გემრიელიც მოგაჩვენოთ.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას მოწევის შემდეგ ჭამისას საშუალოდ 600-ზე მეტ დამატებით კალორიას იღებთ, მის მომხმარებლებს წონის მომატება არ აღენიშნებათ. კვლევები მიუთითებს, რომ რეგულარულ მწეველებში სიმსუქნის რისკები ოდნავ შემცირებულია.

მარიხუანისგან განსხვავებით, ალკოჰოლი დაკავშირებულია წონის მატებასთან. American Journal of Preventative Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევა აღნიშნავს, რომ ხშირი მსმელები ჭარბწონიანობის დიდი რისკის ქვეშ არიან.

თავად ალკოჰოლიც კალორიულია: ერთ კათხა ლუდში საშუალოდ 150 კალორიაა, ჭიქა ღვინოში კი დაახლოებით 120.

ამ ყველაფრის განხილვის შემდეგ, ალკოჰოლის ეფექტები გაცილებით უკიდურესი და სარისკო ჩანს, ვიდრე მარიხუანის.

როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას, სიკვდილის რისკებს ან ხშირი მოხმარებით გამოწვეულ კიბოებს, ავტოსაგზაო შემთხვევებს, ძალადობასა და სიმსუქნეს — სამეცნიერო კვლევები მიუთითებს, რომ მარიხუანა შეიძლება ნაკლებად სარისკო იყოს ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ალკოჰოლი.

რადგან მარიხუანა დიდწილად არალეგალურ სტატუსს ატარებს, გრძელვადიანი კვლევები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მისი ეფექტების შესახებ, შეზღუდულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა უფრო მეტი კვლევა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 931 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მარიხუანა, sasmeli, მეცნიერება, alkoholi, ალკოჰოლი, marijuana, სასმელი, mecniereba, ორგანიზმი, organizmi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...