გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 3 » საქართველოს ბანკის Secret Santa დაიწყო / saqartvelos bankis sekret santa daitsko
4:26 AM
საქართველოს ბანკის Secret Santa დაიწყო / saqartvelos bankis sekret santa daitsko






საქართველოს ბანკის Secret Santa დაიწყო და წესები უცვლელია. საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ შარშან, როდესაც აქცია პირველად ჩატარდა, განაცხადა, რომ ამას ტრადიციად აქცევდა და ყოველ ჯერზე უფრო მასშტაბურსა და ჯადოსნურს გახდიდა.

წელს სიახლეა იმ მხრივ, რომ ადრესატისთვის გასაგზავნი საჩუქარი ქართული პროდუქციიდან შეარჩიოთ, რომელიც ვებგვერდზეა განთავსებული - #აჩუქექართული.



თქვენ უნდა შეხვიდეთ საიტზე - secretsanta.ge, გაიაროთ რეგისტრაცია, შეავსოთ გრაფა თქვენი გემოვნების შესახებ (ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენი სანტა იქნება) და გადახვიდეთ მომდევნო ნაბიჯზე - აქ გაირკვევა იმ ადამიანის ვინაობა, ვისი სანტაც თქვენ უნდა იყოთ. ნახავთ მისი გემოვნებისა და სურვილების შესახებ ინფორმაციას და შეარჩევთ საჩუქარს. ბოლო ეტაპი გზავნილის საქართველოს ფოსტაში მიტანა და ადრესატთან გადამისამართებაა.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ თქვენი სანტაც ასეთივე შემთხვევითობით შეირჩევა და ისიც გამოგიგზავნით საჩუქარს. ჩაერთეთ ამ სახალისო აქციაში, გაახარეთ უცნობი ადამიანი და თავადაც მიიღეთ საახალწლო საჩუქარი.

საყოველთაო Secret Santa საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით პირველად შარშან შეიქმნა და პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 60 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1419 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მეცნიერება, NASA, Astronomia, ასტრონომია, კოსმოსი, ჰაიდი ფაიფერი, ასტრონავტები, ნასა, mecniereba, kosmosi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...