გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 3 » თბილისში გლობალური ბრენდის, Second Cup-ის ახალი ობიექტი გაიხსნა / tbilisshi globaluri brendis second cup is akhali obieqti gaikhsna
4:38 AM
თბილისში გლობალური ბრენდის, Second Cup-ის ახალი ობიექტი გაიხსნა / tbilisshi globaluri brendis second cup is akhali obieqti gaikhsna






აღმაშენებლის გამზირზე სეირნობისას ადვილად შეამჩნევთ კანადური ყავის ბრენდის ახლადგახსნილ კაფეს. Second Cup - ასე ქვია მსოფლიოში სახელგანთქმულ კომპანიას, რომელიც ყავისა და ჩაის მრავალი სახეობის წარმოებით არის ცნობილი. კანადური კომპანია 1975 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყავისა და ჩაის წარმოებაში წამყვან ადგილს იკავებს.

კომპანიამ პირველი კაფე საქართველოს ბაზარზე ერთი წლის წინ გახსნა და მომხმარებლების გული მალევე მოიგო. როგორც Second Cup-ის წარმომადგენელი ავთო შავშიშვილი ამბობს, პირველი კაფე მომხმარებლების რეაქციაზე დასაკვირვებლად გაიხსნა და შედეგებმა აჩვენა, რომ კომპანიას საქართველოში დიდი მომავალი აქვს.

მეორე ობიექტი საზეიმო ვითარებაში, აღმაშენებლის 106 ნომერში გაიხსნა. კომპანიის ბრენდირებულ ტანისამოსში გამოწყობილი თანამშრომლები ბრენდის შესაფასებლად სტუმრებს Second Cup-ის სხვადასხვა ყავით უმასპინძლდებოდნენ. საღამოს მუსიკა და უგემრიელესი ბრენდირებული ტკბილეული ამშვენებდა.

უგემრიელესი ყავის სხვადასხვა სახეობა, მრავალფეროვანი ჩაის არჩევანი, სენდვიჩები და ტკბილეულობა - ეს მოკლე ჩამონათვალია იმისა, რასაც Second Cup-ის ახალი კაფე გთავაზობთ, თუმცა ეს ყველაფერი არაა. კანადური ბრენდი არ არის მხოლოდ უბრალოდ ყავის მომხმარებლებისთვის. Second Cup პროდუქტის წარმოებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და მათთვის ყავისა და ჩაის შექმნა ხელოვნების დონემდეა აყვანილი.

კაფის დიზაინი მინიმალისტური, ფერადი და ორიგინალურია. ზუსტად ისეთი, როგორიც განსატვირთად, სამუშაოდ ან უბრალოდ სასაუბროდ საუკეთესო გარემოს ქმნის. ყველაფერთან ერთად, Second Cup გამოირჩევა მომსახურების მაღალი სერვისით, რომელიც მთლიანად იმაზეა ორიენტირებული, რომ ყავის სმა თქვენთვის დღესასწაულად იქცეს.

Second Cup-ში თქვენ შეგიძლიათ 100% იანი არაბიკას ყავის მარცლები შეიძინოთ და თანამშრომლებს თქვენთვის საჭირო პარამეტრით დააფრქვევინოთ.

კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქვს პლანტაციები, სადაც ყავის მარცვლების მოსავალი ხელით იკრიფება, რომელიც შემდგომ ხელითვე მუშავდება. სორტირების პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოა, თუმცა მაღალი ხარისხის მისაღებად თანამშრომლები ძალას არ იშურებენ. ხელით გადამუშავებული ყავა პლანტაციებიდან კანადაში გადააქვთ, იქ კი მისი შეწვა და პროდუქტად შეფუთვა ხდება.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი, ავთო შავშიშვილი ამბობს, Second Cup გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ყავა.

„მთავარი, რაც ჩვენს კომპანიას სხვებისგან განასხვავებს ისაა, რომ Second Cup არ არის მხოლოდ ყავის სმა. ჩვენი პროდუქტი ნამდვილი ყავის გურმანებისთვისაა, რომლებმაც იციან თუ როგორ მზადდება ყავა და ამ პროცესს დიდ ყურადღებას აქცევენ. ჩვენი პროდუქტის დამზადებაში ნაკლებად გამოიყენება ტექნიკა, ძირითად სამუშაოებს ადამიანები ასრულებენ, რომლებიც საკუთარი ხელით უვლიან თითოეულ მარცვალს“ - ამბობს გენერალური დირექტორი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 36 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: kava, TBILISI, second cup, ყავა, თბილისი, ბიზნესი, coffee | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: