5:15 AM მანქანა ოფისი, რომელიც საცობებიან ქალაქში სამსახურში დაგვიანებისგან გიხსნით / manqana ofisi, romelic sacobebian qalaqshi samsakhurshi dagvia | ||||||||||||
პროექტმა RedSpace საცობების გამო გამოწვეული სამსახურეობრივი პრობლემების მოგვარების უნიკალური გეგმა წარმოადგინა. ისინი ფიქრობენ, რომ ოფის-მანქანის შექმნა საცობში გაჭედილ დასაქმებულ ადამიანებს სამუშაოს შესრულებაში დაეხმარება. მათ მიერ წარმოდგენილი მანქანა ელექტრო ძრავაზე მუშაობს, რაც გადაადგილებას კიდევ უფრო იაფს ხდის. ამას გარდა, მანქანაში სპეციალური სავარძელი იქნება ჩამონტაჟებული, რომელიც 180 გრადუსით ბრუნავს. ასევე, მანქანას ექნება გასაშლელი, კომფორტული მაგიდა, რომელზეც ნივთების განთავსებაა შესაძლებელი. უკანა სავარძლები ტრადიციული ტიპის არ იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მოდელის შექმნის იდეა მობილური საოფისე სივრცის მოწყობაა, სავრძლები იმგვარი იქნება, რომ ფეხის გაშლა მარტივად შესაძლებელი გახადოს. მანქანის კარი მინი-ვენის მსგავსი იქნება, ხოლო ჭერში გიგანტური მზის ბატარეა იქნება ჩამონტაჟებული, რაც ენერგიის გამომუშავებას შეუწყობს ხელს. მანქანის ვიზუალი იმგვარად არის მოწყობილი, რომ ყველაზე რთულ ადგილებშიც კი კომფორტულად შეძლებთ მის დაპარკინგებას. დამატებით მახასიათებლებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მანქანის შემქმნელები ფიქრობენ, რომ ორ წელიწადში ჩინეთის გზებზე უკვე ივლიან ახალი ოფის-მანქანები, შემდეგ კი ამერიკაშიც გამოჩნდებიან. მიმაგრება: სურათი 1
|
|