გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 3 » „მაკდონალდსმა“ საქველმოქმედო აქციის Mc Happy Day-ის ფარგლებში შემოსული თანხა, ქუთაისის აუტისტურ ცენტრს გადასცა / mc donalds ma saqvelmoqmedo
5:25 AM
„მაკდონალდსმა“ საქველმოქმედო აქციის Mc Happy Day-ის ფარგლებში შემოსული თანხა, ქუთაისის აუტისტურ ცენტრს გადასცა / mc donalds ma saqvelmoqmedo






„მაკდონალდსი“ ყოველწლიური საქველმოქმედო აქციის Mc Happy Day-ის ფარგლებში, ქუთაისში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას — „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ დაეხმარება და მთლიანად უზრუნველყოფს, როგორც ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობას, ასევე სპეციალისტების გადამზადებას A.B.A პროგრამის მიხედვით.

აქცია 1 ნოემბერს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანში სპეციალურად ამ აქციისთვის დამზადებული სუვენირები - სტიკერები, გასაღების საკიდები და ჩანთები შეეძინათ და მონაწილეობა მიეღოთ ქველმოქმედებაში.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში არსებული ცენტრი, იქნება სრულად აღჭურვილი საჭირო ინვენტარით, რაც იმერეთის რეგიონში მცხოვრები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„მაკდონალდსი ყოველწლიურად მართავს McHappy Days-ს კამპანიას, რომელიც გულისხმობს სხვადსხვა საჭიროების მქონე ბავშვების დახმარებას. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ბავშვებისთვის გავაუმჯობესოთ გარემო და ხელი შევუწყოთ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას“- განაცხადა „მაკდონალდსი საქართველოს“ დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

პირველ დეკემბერს, 14:30- ზე, ქუთაისში მაკდონალდსის ახალ ფილიალში დავით აღმაშენებლის მოედანზე #1 გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ წარმომადგენლები და ბენეფიციარები მშობლებთან ერთად.

2016 წელს Mc Happy Days-ის ფარგლებში „მაკდონალდსმა“ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, 2015-ში კი სოციალურ საწარმო „ქედელთან“ თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Days-ის ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობებს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 46 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: McDonald's, ქველმოქმედება, sikete, restorani, swrafi kveba, stsrafi kveba, makdonaldsi, scrafi kveba, qvelmoqmedeba, მაკდონალდსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: