გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 3 » გარდატეხის ასაკის ფსიქოლოგიური პრობლემები / gardatekhis asakis fsiqologiuri problemebi
7:16 PM
გარდატეხის ასაკის ფსიქოლოგიური პრობლემები / gardatekhis asakis fsiqologiuri problemebi






ალბათ, არავინ უარყოფს, რომ მშობლების უმეტესობისთვის რთულია შვილის გარდატეხის ასაკის თავისებურებებთან გამკლავება. ბევრი მშობელი, რომლის შვილიც ჯერ კიდევ პატარაა, შესაძლებელია ფიქრობს, რომ მისთვის და მისი შვილისთვის ეს ასაკი უპრობლემოდ ჩაივლის. როგორც იტყვიან, ოცნებას არავინ მოუკლავს.

გარდატეხის ასაკი ძალიან სწრაფი ცვლილებების პერიოდია, როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი თვალსაზრისით, - ამბობს ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ფსიქიატრიული განათლების ცენტრის დირექტორი, ექიმი სტიუარტ გოლდმანი. „ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვები, ასე ვთქვათ, „სამსახურიდან ხსნიან“ მშობლებს და წლების შემდეგ ისევ აბრუნებენ მათ, მაგრამ უკვე კონსულტანტებად და არა მენეჯერებად“.

ამ ყველაფრის მიუხედავად, სწორი მიდგომით შეძლებთ გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული პრობლემების შედარებით ცივილიზებულად მოგვარებას.

გარდატეხის ასაკის პრობლემა N1 – გგონიათ, რომ თქვენს შვილს სძულხართ

შესაძლებელია, სულ ცოტა ხნის წინ თქვენი ტკბილი შვილი გთხოვდათ მასთან ერთად კლასის ექსკურსიაზე წასვლას ან დაძინების დროს მასთან წამოწოლას. უცებ კი, ფაქტობრივად, ერთ
შეკითხვა ექიმს
-გამარჯობათ,გთხოვთ მასწავლოთ სიმაღლეში ზრდის ეფექტური წამალი. რას მირჩევთ...
დღეში, აღმოაჩენთ, რომ ის იწყებს თქვენ მიმართ საშინელი აგრესიის გამოვლენას, ყველა თქვენი სიტყვის აბუჩად აგდებას და თქვენი რჩევების დაცინვასაც კი. თუ კარგად დააკვირდებით მის საქციელს, გაიხსენებთ, რომ მსგავს სიტუაციაში უკვე ყოფილხართ, როცა თქვენი შვილი 2-3 წლისა იყო. განსხვავება ისაა, რომ მაშინ თქვენი შვილი გამუდმებით „არა“, „არ მინდას“ ყვიროდა, ახლა კი, უმეტესად, ყველაფრის მიმართ ზიზღი და მიუღებლობა აქვს.

„ძალიან რთულია მშობლებისთვის ასეთ რამესთან გამკლავება“, - ამბობს ფსიქოლოგი, ემორის უნივერსიტეტის ბავშვებისა და ოჯახების ურთიერთობის სპეციალისტი, დოქტორი ნადინე კასლოუ. „გარდატეხის ასაკის არსი სწორედაც გამოყოფა და ინდივიდუალიზმის ძიებაა. ბევრ ბავშვს ამ დროს სჭირდება კიდევაც მშობლებისგან შორს თავის დაჭერა, რათა შეძლოს საკუთარი იდენტობის პოვნა“, - ამბობს კასლოუ. თინეიჯერობის ასაკში ბავშვები უფრო მეტ აქცენტს მეგობრებზე აკეთებენ, ვიდრე მშობლებზე, რაც ნორმალური მოვლენაა.

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს:

ზოგჯერ მშობლები იმდენად გულნატკენები არიან შვილების ქცევით, რომ მათ საქციელს იმავე ფორმით – შვილის ერთგვარი უარყოფით პასუხობენ. ეს შეცდომაა. „გარდატეხის ასაკში ბავშვებმა იციან, რომ მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ მშობლები, თუნდაც უჭირდეთ ამის აღიარება“, - ამბობს გოლდმანი. თუ თქვენ ნერვიულობთ მათი ქცევის გამო, არ დაგავიწყდეთ, რომ ისინიც ძალიან დიდ შინაგან ცვლილებებს განიცდიან ამ დროს, ფაქტობრივად, ემოციების ერთგვარ კარუსელზე არიან მოქცეულნი. მშობელი უნდა ეცადოს და მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიმშვიდე და გაუმკლავდეს ამბოხების ასაკს, რომელიც, როგორც წესი, 16-17 წლამდე გადაივლის ხოლმე.

რა თქმა უნდა, არავინ ამბობს იმას, რომ შვილს უფლება მისცეთ შეურაცხყოფა მოგაყენოთ და ცუდად მოგექცეთ. თუ ასეთი რამ ხდება, უნდა მოითხოვოთ მარტივი ქცევის წესების დაცვა. ასეთ დროს კარგია ძველი მიდგომის გამოყენება, ანუ „თუ კარგს ვერაფერს იტყვი, ჯობია საერთოდ არ თქვა არაფერი“. თუ თქვენს თინეიჯერ შვილს აგრძნობინებთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის მის გვერდით ხართ, ის პერიოდულად მაინც დაიბრუნებს თქვენდამი ნდობას, რაც საკმაოდ იშვიათია გარდატეხის ასაკში.

გარდატეხის ასაკის პრობლემა N2 – მათ ცხოვრებას საკომუნიკაციო მოწყობილობები მართავენ

სასაცილოა ის აზრი, რომ მობილური კომუნიკაციის საშუალებები გარდატეხის ასაკში ამცირებს მოზარდების კომუნიკაბელობას. ყოველ შემთხვევაში, მობილური მოწყობილობების გამოყენების გამო მათ უფრო ნაკლები კომუნიკაცია აქვთ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ისინი ცხოვრობენ. მაგრამ, თანამედროვე ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების მთლიანი აკრძალვა არა მხოლოდ არარეალური, ზედმეტად მკაცრი სასჯელიცაა. „თანატოლებთან კომუნიკაცია და მეგობრების წრესთან სიახლოვე თინეიჯერისთვის უმნიშვნელოვანესია“, - ამბობს გოლდმანი.

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს:

ეცადეთ ამ დროს მასშტაბურად შეაფასოთ სიტუაცია, ამბობს ნიუ-იორკის მოზარდთა ფსიქოლოგი, დოქტორი სიუზან ბარტელი. თუ თქვენი შვილი სკოლაში კარგად სწავლობს, აკეთებს აუცილებელ საქმეებს სახლში და მთლიანად არ არიდებს თავს ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, მაშინ უკეთესია ზედმეტად არ გაამახვილოთ ამ საკითხზე ყურადღება.

შესაძლებელია გარკვეული წესების შემოღება, მაგალითად: არავითარი მესიჯების გაგზავნა და მობილურ ტელეფონზე საუბარი სადილის დროს. მაგალითად, ზოგიერთი მშობელი თინეიჯერ შვილს მის ოთახში კომპიუტერის ქონის უფლებას არ აძლევს, რადგან ასე უფრო რთულია კომპიუტერით სარგებლობის კონტროლი და ეს სრულად მისაღები მიდგომაა. ბევრი ექსპერტი გვირჩევს, შემოვიღოთ წესი, რომლის მიხედვითაც მოზარდი ვალდებულია დაძინებამდე, სულ ცოტა, ერთი საათით ადრე გამორთოს კომპიუტერი, რაც უზრუნველყოფს საკმარის დროს ძილისთვის.

რადგან განვითარებულ ქვეყნებში მოზარდები ადრევე იწყებენ მუშაობას და საკუთარი შემოსავალიც აქვთ, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, თინეიჯერმა შვილებმა თვითონვე გადაიხადონ მობილური ტელეფონის მომსახურების თანხა, რაც გარკვეულ ლიმიტს დააწესებს მობილური ტელეფონის გამოყენებაზე. ასევე ეცადეთ, მაქსიმალურად გააკონტროლოთ მოზარდი იმ შემთხვევაში, თუ ის იყენებს სოციალურ ქსელებს, მაგალითად, Fაცებოოკ-ს. ეცადეთ გამოიყენოთ სპეციალური პროგრამები, რომლებიც კომპიუტერის გამოყენების მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ამ პროგრამებით შესაძლებელია არასასურველ საიტებზე წვდომის დაბლოკვაც.

გარდატეხის ასაკის პრობლემა N3 – შინ გვიან დაბრუნება

უკვე ღამის თერთმეტის ნახევარია. თქვენ შვილს უთხარით, რომ სახლში თერთმეტი საათისთვის დაბრუნებულიყო და ის ჯერაც არ ჩანს. თქვენ ღიზიანდებით და ვერ იგებთ, კვლავ რატომ არღვევს თქვენი შვილი დაწესებულ შეთანხმებას.

„გარდატეხის ასაკის ერთ-ერთი დამახასიათებელია დაწესებული ლიმიტების ტესტირება და ყველა წესისთვის რეალური გამოცდის მოწყობა“, - ამბობს გოლდმანი. მისი აზრით, თინეიჯერებს სწორედაც რომ სჭირდებათ ლიმიტების დაწესება და მშობლებმაც სულ უნდა იზრუნონ აუცილებელი ლიმიტების არსებობაზე ამ ასაკში.

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს:

სანამ დასჯის მკაცრ ზომებს მიმართავდეთ, ეცადეთ დაელაპარაკოთ შვილის მეგობრების მშობლებს და გაარკვიოთ, ისინი რომელ საათზე ითხოვენ შვილების სახლში დაბრუნებას.

შესაძლებელია, თქვენ მიერ სახლში დაბრ­უნებისთვის დაწესებული დრო ზედმეტად მკ­აცრი და არარეალური აღმოჩნდეს თქვენი შვილის მეგობრების წრეში. ამიტომაც აჯობებს, სიტუაციის კარგად შესწავლის შემდეგ შეთანხმდეთ სახლში დაბრუნების აუცილებელ დროზე. მკაცრად გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ დაგვიანება შესაძლებელია მხოლოდ 10 წუთით და თუ ამ წესს არ დაიცავს, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი შედეგი. ასეთი შედეგი შესაძლებელია იყოს, გვიან საღამოს მეგობრებთან სეირნობის უფლების ერთი კვირით ჩამორთმევა.

თუ ხვდებით, რომ თქვენი შვილი სახლში მოსვლას იმის გამო აგვიანებს, რომ არასასურველ საქმეებშია გარეული ან თავს სახლში ბედნიერად ვერ გრძნობს, აუცილებლად დაელაპარაკეთ მას და გაარკვიეთ რეალური მიზეზი. თუკი თქვენი დადგენილი შინ დაბრუნების დრო ნორმალურია და მისაღებია თქვენი შვილის მეგობრების წრეშიც, მაშინ აუცილებელია, მოზარდმა იცოდეს, რომ ამ წესის დარღვევას შესაბამისი შედეგები აუცილებლად მოჰყვება. თუ რაიმე წესს ადგენთ, რეალურად განახორციელეთ კიდეც ის, რადგან არარეალური, „ვითომ წესებით“ თქვენ ვერ შეაშინებთ თქვენს თინეიჯერ შვილს და ის აუცილებლად პირდაპირ გეტყვით კიდეც ამას.

გარდატეხის ასაკის პრობლემა N4 – შვილის მეგობრები, რომლებიც თქვენ საშინლად არ მოგწონთ

ყოველ ჯერზე გაჟრიალებთ, როცა თქვენი შვილის უცნაურად ჩაცმულ და საოცარი ვარცხნილობის მქონე მეგობრებს ხედავთ. ხშირად ფიქრობთ და არ იცით, როგორ მოიქცეთ – თქვათ რამე თუ უმჯობესია გაჩუმდეთ?

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს:

იცოდეთ, რომ შესაძლებელია ბავშვები უცნაურად იცვამდნენ, თმას თქვენთვის მიუღებლად იკეთებდნენ და საშინლად ხმაურიანებიც იყვნენ, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად წესიერებიც იყვნენ, ამბობს ბარტელი. ის მშობლებს ურჩევს, თავი შეიკავონ შვილის მეგობრების ჩაცმისა თუ ვარცხნილობის სტილის კრიტიკისაგან. გარდატეხის ასაკში ბავშვები იმდენად მიჯაჭვულები არიან მეგობრებს, რომ მათ კრიტიკას პირად შეურაცხყოფად აღიქვამენ.

მეორე მხრივ, თუ თქვენი შვილი პრობლემურ ბავშვებთან მეგობრობს, რომლებიც აცდენენ სკოლას და ნარკოტიკულ საშუალებებს იღებენ, ბავშვთან დალაპარაკება აუცილებელია. მაგრამ ეცადეთ, მოზარდს თავის დაცვა და გამართლება არ დასჭირდეს. უბრალოდ უთხარით, რომ ნერვიულობთ, ცუდი ბავშვების წრეში რომ არის და გეშინიათ, ისიც არ ეტანებოდეს ნარკოტიკს, ამბობს ბარტელი. მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვერ აუკრძალავთ შვილს საეჭვო თანატოლებთან ურთიერთობას, შეგიძლიათ მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ და მაქსიმალურად ეცადოთ, თავიდან აიცილოთ შესაძლო პრობლემები. ნუ შეუშინდებით პროფესიონალთან მიმართვასაც. ფსიქოლოგის რჩევა ამ დროს მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.

გარდატეხის ასაკის პრობლემა N5 – ამ ასაკში ყველაფერი ტრაგედიაა

ბოლო დროს ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი ყველაფერზე ნერვიულობს და ბრაზდება, რაც უფრო მეტად ცდილობთ დახმარებას, მით მეტად რთულდება სიტუაცია და მატულობს გაღიზიანება, კარის მოჯახუნების რაოდენობაც.

გარდატეხის ასაკში მოზარდები ყველაფერს განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან. რაც თქვენთვის უმნიშვნელოა, მათთვის შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი იყოს.

როგორ მივუდგეთ ამ საკითხს:

როგორც ბარტელი ამბობს, მშობლები ძალიან ხშირად აუფასურებენ და უმნიშვნელოდ თვლიან ბევრ ისეთ საკითხს, რაც თინეიჯერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთი მიდგომის გამო ბავშვი ფიქრობს, რომ მას მშობლები საერთოდ ვერ უგებენ და საბოლოოდ უარს ამბობს მათთან საუბარსა და გულისნადების გაზიარებაზე. შესაძლებელია მისთვის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მისი საუკეთესო მეგობრის სასიყვარულო ამბები იყოს, ამიტომ ამ საკითხს თქვენც ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეთ.

ნურაფერს ურჩევთ, ნუ დაამცირებთ და მის მეგობრებზე აგდებულად ნუ ისაუბრებთ. უბრალოდ მოუსმინეთ და გამოხატეთ თანაგრძნობა, შემოიფარგლეთ იმის თქმით, რომ ერთ დღეს ის მიხვდება, რამდენად უმნიშვნელოა სკოლისდროინდელი რომანტიკული ურთიერთობები, ამბობს ბარტელი. ეცადეთ, თქვენი თავი წარმოიდგინოთ მის ადგილას – თქვენც ხომ იყავით ერთ დროს თინეიჯერი.

ნანა კალანდაძე

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1093 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რჩევები, მედიცინა, problemebi, fsikologia, gardatekhis asaki, გარდატეხის ასაკი, ფსიქოლოგია, gardatexis asaki, პრობლემები, fsiqologia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...