7:26 PM საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია / saqartveloshi marikhuanas mokhmareba dekriminalizebulia | ||||||||||||
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა სალომე ჯოხაძემ განაცხადა, სწორედ მას გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების თაობაზე "გირჩის" წარმომადგენლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლომ განმარტა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მიზნით, რომ ადამიანმა თავის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, არ არის თავისუფალ საზოგადოებასთან თანხვედრი. „მოსარჩელე ითხოვდა, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მოსარჩელე დეკრიმინალიზაციას ითხოვდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მარიხუანას მოხმარებისთვის არ არის საჯარო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი, რადგან ამ შემთხვევაში გასაღების საფრთხე არ არსებობს. ასევე, სასამართლომ თქვა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მიზნით, რომ ადამიანმა თავის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, არ არის თავისუფალ საზოგადოებასთან თანხვედრი და ამიტომაც, დააკმაყოფილა სარჩელი“, - განაცხადა სალომე ჯოხაძემ. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის წარმომადგენლის, გიორგი გოცირიძის განცხადებით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პირებს, რომლებსაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული, სანქცია უნდა მოეხსნათ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ ადამიანს შეუძლია, პირველ რიგში, ნასამართლეობის მოხსნა მოახდინოს, ასევე აღიდგინოს ჩამორთმეული ავტომობილის მართვის უფლება, იარაღის ტარების უფლება, საადვოკატო, საექიმო და სხვა კონკრეტული საქმიანობის წარმოების უფლება და ა.შ. ”სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის დ ქვეპუნქტში განმარტებულია, რომ თუ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებული კანონი, არის ახლად გამოვლენილი გარემოება, რაც არის გადასანიჯვის საფუძველი. ვადაში არ არის ადამიანი შეზღუდული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს განსჯადობის მიხედვით ქუთაისის ან თბილისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია გააუქმოს შესაბამისი განაჩენი და ამ გზით ადამიანს შეუძლია პირველ რიგში ნასამართლეობის მოხსნა მოახდინოს, ასევე აღიდგინოს ჩამორთმეული ავტომობილის მართვის უფლება, იარაღის ტარების უფლება, საადვოკატო, საექიმო და სხვა კონკრეტული საქმიანობის წარმოების უფლება და ა.შ.”, - განაცხადა გოცირიძემ. თამარ ნეფარიძე მიმაგრება: სურათი 1
|
|