11:30 AM Karlo Kacharava Today / კარლო კაჭარავა დღეს | ||||||||||||
კარლო კაჭარავა მხატვარი, პოეტი და ხელოვნების კრიტიკოსი იყო. გამოფენა „კარლო კაჭარავა დღეს“ მისი პოეზიის, კრიტიკული წერილების და მხატვრული შემოქმედების რამდენიმე ასპექტის გაერთიანების მცდელობაა. ამ გამოფენით ნამუშევრები, რომლებიც ტრადიციულად მისი თანამედროვეების - 80-იანელებისა და 90-იანი წლების დასაწყისის ხელოვანთა შემოქმედების ფონზე განიხილებოდა, სხვა კონტექსტით არის წარმოდგენილი. ის, რაზეც კარლო კაჭარავა თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ წერდა და ხატავდა, საზოგადოებისათვის დღესაც აქტუალურია და ეს პარალელები კარგად ჩანს იმ თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების მაგალითზეც, რომლებიც გამოფენაზე არის წარმოდგენილი. ექსპონატების უმრავლესობა ტილოზე შესრულებული ნამუშევრებია. ერთი დარბაზი ეძღვნება კარლო კაჭარავას 1988 წლის ნახატს „გენერალი“ და ამ თემაზე შექმნილ სხვა რომანტიკულ პორტრეტებს. მეორე დარბაზში განთავსებული ნახატები დღეს თბილისში მცხოვრები და მომუშავე სამი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრებთან ერთადაა წარმოდგენილი. ამ სამი ხელოვანისა და კარლო კაჭარავას შემოქმედების დიალოგი ორივე მხარისათვის ახალ კონტექსტს ქმნის. კარლო კაჭარავა წერდა და ხატავდა 90-იანი წლების დასაწყისის სოციალურ თემებზე, დახურულ ფაბრიკებსა და ქარხნებზე. ნინო ქვირივიშვილის ვიტრინაში გამოფენილი ნივთების ინსტალაცია მიტოვებულ ქარხნებსა და ფაბრიკებში მომუშავე ხალხისა და მათი ოჯახების ისტორიის მემორიალია. კაჭარავას ნახატების პერსონაჟების ექსპრესიონისტული მკვეთრი ხაზებით დასერილი სახეებისა და სერიოზული გამომეტყველებების ეროტიკულობა ადვილად აღიქმება ლევან ჭელიძის ემოციურად შიშველი პორტრეტების გვერდით, ხოლო მისი ჯვარცმისა და გიორგი ხანიაშვილის „აღდგომის” დაპირისპირება რელიგიური თემის მიღმა ამ ავტორების უკიდურესი სულიერი მარტოობის განცდას დაგვანახებს. 2017 წლის გაზაფხულზე კარლო კაჭარავას ნამუშევრები ნიუ-იორკში გამართულ ჯგუფურ გამოფენაში იღებდა მონაწილეობას. გამოფენის ერთ-ერთ მიმოხილვაში ცნობილმა ამერიკელმა კრიტიკოსმა მის ნახატს კარენ კილიმნიკის პანკური შემოქმედების წინამორბედი უწოდა. ამერიკელმა აუდიტორიამ იქამდე უცნობი კაჭარავა ჟურნალ „არტფორუმის“ საშუალებით სწორედ ამ ფრაზით და ვიზუალური მინიშნებით გაიცნო. კარლო კაჭარავას პერსონალურ გამოფენაში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების ჩართვა მუზეუმის დამთვალიერებელს მსგავს ვიზუალურ და კონცეპტუალურ მინიშნებებს სთავაზობს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილის ფოტოები, ნინო ქვრივიშვილის, ლევან ჭელიძისა და გიორგი ხანიაშვილის ნამუშევრები. გამოფენის კურატორია ირინა პოპიაშვილი. გახსნა: 20 დეკემბერი, 18:00 ხანგრძლივობა: 20 დეკემბერი, 2017 - 20 იანვარი, 2018 მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11 Georgian National Museum is very excited to present the exhibition “Karlo Kacharava Today” at Dimitri Shevardnadze National Gallery, featuring the works of Georgia’s most celebrated contemporary artist. Karlo Kacharava (1964-1994) was a poet, a painter and an art critic. This exhibition brings all three aspects of his brief but illustrious career together in one space for the first time. Traditionally his work is viewed from the point of view of his contemporaries at the end of the 1980s and beginning of the 1990s. However, in this exhibition it is displayed in a different context. Kacharava’s paintings and writings from almost quarter of a century ago are still relevant for today’s society and one can see them in the works of several young artists that are included in the exhibition. Karlo Kacharava’s solo exhibition takes up two galleries on the museum’s ground floor. With a few exceptions the majority of the works on show are oil paintings. The first gallery is dedicated to the General—one of his largest paintings, done in1988—and several other romantic-heroic portraits. In the second gallery, the late artist’s paintings are displayed together with the works of three young Georgian artists. The visual dialogue between Kacharava’s work and that of the young artists creates a new context for both sides. In the early 1990s, he dedicated his writings and paintings to social issues, and the affect of industrial plants and factories being closed down. In her installation, Nino Kvrivishvili displays quotidian objects: saucers, cups and teapots in a vitrine-cupboard, serving as a memorial to the many families devastated by textile workers losing their jobs when their factories in Gori were shut down. The eroticism inherent in Kacharava’s stern-lined, expressionist portraits becomes more apparent when paired with the emotional nakedness of Levan Chelidze’s paintings. The juxtaposition of Karlo Kacharava’s “Crucifixion” with Giorgi Khaniashvili’s “Easter” speaks to the spiritual solitude of both artists. In 2017, a Karlo Kacharava painting was included in a group exhibition in New York. A prominent American art critic described his work as pre-empting Karen Kilimnik’s punk sensibility. It was a visual hint that aided the critic in introducing Kacharava to an audience still unfamiliar with his oeuvre. This exhibition adopts a similar approach, but in this case working both ways. The late-artist’s work provides a rich canvas from which to introduce a new generation of Georgian artists, while their own creations simultaneously provide a contextual backdrop to Karlo Kacharava’s unique and lasting vision. The exhibition will also feature documentary photos by Guram Tsibakhashvili and works by Nino Kvrivishvili, Levan Chelidze and Giorgi Khaniashvili. The exhibition is curated by Irina Popiashvili. Opening: December 20, 18:00 Duration: December 20, 2017 – January 20, 2018 Address: Dimitri Shevardnadze National Gallery, 11 Shota Rustaveli Ave. Tbilisi, Georgia. მიმაგრება: სურათი 1
|
|