9:43 PM სალმონელას აღმოჩენის გამო ლაქტალისი მომხმარებელს პროდუქციის გადაცვლას სთავაზობს / salmonelas aghmochenis gamo laqtali momkhmarebels produqci | ||||||||||||
ლაქტალისი აცხადებს, რომ მათ 26 ყუთი ინფიცირებული პროდუქტი აღმოაჩინეს. მათი დასახელებებია: Picot SL, Pepti Junior 1, Milumel Bio 1 და Picot Riz. "გულწრფელად შეწუხებული ვართ შექმნილი სიტუაციით. თანაგრძნობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ ოჯახებსა და მშობლებს, რომელთა შვილებიც ავად გახდნენ", - აცხადებს მაიკლ ნალეტი. მათ, ვინც ლაქტალისის პროდუქცია უკვე შეიძინა, კომპანია გადაცვლას სთავაზობს. მომხმარებელს, ასევე, შეუძლია რძე 2 წუთი ადუღოს, რაც, ლაქტალისის პრესსპიკერის თქმით, საკვებში სალმონელას ბაქტერიას მოკლავს. ინფიცირების წყაროს ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ეჭვია, რომ სალმონელას ბაქტერია მაისში სამხრეთ საფრანგეთში, რძის გაშრობის დროს გაჩნდა. პირველი შეტყობინება 6 თვემდე ასაკის 20 დაავადებული ჩვილის შესახებ კომპანიამ დეკემბრის პირველ რიცხვებში მიიღო. ლაქტალისი 85 ქვეყანაში ოპერირებს და კომპანიაში 75 ათასი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის წლიური ბრუნვა 17 მილიარდ ევროს შეადგენს. საქართველოს გარდა,პროდუქციის ექსპორტი ხდება საბერძნეთში, რუმინეთში, სერბეთში, ჩინეთში, ტაივანში, პაკისტანში, ავღანეთში, ერაყში, მაროკოში, ლიბანში, სუდანში, კოლუმბიასა და პერუში. რა არის სალმონელა სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით. ზოგიერთ შემთხვევაში, სალმონელას ინფქეციასთან დაკავშირებულმა ფაღარათამ, შესაძლოა, იმდენად გამოფიტოს ადამიანი, რომ საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და გასცდა ნაწლავებს, შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. ცუდი სანიტარული ნორმების მქონე ქვეყნებში მოგზაურობისას სალმონელათი ინფექციის რისკი იზრდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვთა კვების პროდუქტებში მოკვლევა უკვე დაიწყო. სააგენტოს თქმით, მათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღეს შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ. მიმაგრება: სურათი 1
|
|