2:55 AM
პროკურატურამ ბირჟა მაფიის წევრის, მიშკა მგალობლიშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა / prokuratoram birja mafia-s tsevris, mishka mgaloblish
www.auf.ge -
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, Birja Mafia-ს ერთ-ერთი წევრის, მიშკა მგალობლიშვილის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ჯგუფის მეორე წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ შეწყვიტა გამოძიება.

სამართალდამცველებმა ქებურია და მგალობლიშვილი 2017 წლის 7 ივნისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინათ და ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რაც 2017 წლის 12 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შეეცვალათ გირაოთი.

2017 წლის 11 ივნისს ორივეს ბრალდების საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს პროკურატურას.

პროკურატურის განმარტებით, გამოძიების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საკმარისი იქნებოდა კანონმდებლობით განაჩენისთვის დადგენილი სტანდარტისთვის, რის გამოც Birja Mafia-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

პარალელურად საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ქებურიასა და მგალობლიშვილის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტებზე.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 974 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მიშკა მგალობლიშვილი, პროკურატურა, birja mafia, reperebis saqme, რეპერების საქმე, mishka mgaloblishvili, prokuratura, ბირჟა მაფია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]