გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბავშვებს პირობა დაადებინა, რომ ნარკოტიკებს არასდროს გასინჯავენ / saqartvelos katolikos-patriarq
3:11 AM
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბავშვებს პირობა დაადებინა, რომ ნარკოტიკებს არასდროს გასინჯავენ / saqartvelos katolikos-patriarq






საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ჩაატარა და ქადაგება წაიკითხა.

პატრიარქმა ტაძარში მყოფი ბავშვები ამბიონზე აიყვანა და პირობა დაადებინა, რომ ნარკოტიკებს არასდროს გასინჯავდნენ. მან, ასევე, ბავშვებს მოუწოდა ილოცონ, რათა მტკიცე ოჯახები ჰქონდეთ.

"ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს არ გაეკარებით ნარკოტიკებს. თანახმა ხართ? თქვით ერთად - თანახმა ვართ. თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გათავისუფლდება მავნე ჩვევებისაგან, ჩვენი ახალგაზრდობა იგრძნობს ნარკომანიის საშიშროებას. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ ნარკოტიკი არასოდეს არ გასინჯოთ", - მიმართა პატრიარქმა ბავშვებს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1053 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ნარკოტიკი, Ilia II, katolikos-patriarqi, bavshvebi, ილია II, კათოლიკოს-პატრიარქი, ilia meore, ილია მეორე, narkotikebi, Narkotiki | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...